H&M-ის გაყიდვები ივნისში, წინა წელთან შედარებით, 10%-ით გაიზარდა.
ზრდა ძირითადად ქალის ტანსაცმლის კოლექციის გაყიდვებმა განაპირობა. ამ პერიოდში განსაკუთრებით კარგად იყიდებოდა Cos-ისა და Arket-ის ბრენდების სამოსი.
მსოფლიოს მეორე უმსხვილესი ტანსაცმლის ბრენდის მიერ ხარჯების შემცირების პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და მისი ზაფხულის კოლექციაც მოწონებით სარგებლობს ევროპაში.
კომპანია აცხადებს, რომ მისი ზაფხულის კოლექციის გაყიდვები კარგად მიდის, რადგან ჩრდილოეთ ევროპაში ტემპერატურამ მოიმატა.
H&M-ს გასულ წელს ნედლეულის გაძვირების და ტრანსპორტირების ტარიფების მომატების გამო დანახარჯები გაეზარდა. კომპანია აღნიშნავს, რომ ამ მიმართულებით სიტუაცია პოზიტიურისკენ შეიცვალა და შესაბამისად, არ გამორიცხავს, რომ პროდუქციის ფასები შეამციროს.
კარგი ფინანსური შედეგების გამო, H&M-ის აქციის ფასი ხუთშაბათის ვაჭრობის დროს ერთბაშად 17%-ზე მეტად გაიზარდა.
H&M-ს 2024 წლისთვის საოპერაციო მოგების 10%-ით გაზრდა აქვს დაგეგმილი.