Heineken Brewing Concern-მა მთელი თავისი რუსული აქტივები Arnest ჯგუფს მიჰყიდა. ტრანზაქციის თანხა, როგორც Forbes წერს, €1 ევრო იყო.
გარიგების პირობების მიხედვით, მყიდველი ვალდებულია, დაფაროს რუსული ბიზნესის დავალიანება Heineken-ის მიმართ, რაც დაახლოებით €100 მილიონს შეადგენს.
Arnest პარფიუმერიის, კოსმეტიკის, აეროზოლების და საყოფაცხოვრებო პროდუქტების უმსხვილესი მწარმოებელია რუსეთიში.
გარიგების მიხედვით, Heineken-ის შვიდი ლუდსახარში, სხვა აქტივებთან ერთად, ახალ მფლობელს გადაეცემა. ისინი ექვსი თვის განმავლობაში გააგრძელებენ ლუდის წარმოებას Amstel ბრენდის ქვეშ.
მომდევნო სამი წლის განმავლობაში მყიდველი შეინარჩუნებს ლიცენზიებს რამდენიმე რეგიონული ბრენდის გამოშვებისთვის. თუმცა, კომპანია რუსეთში წარმოებული ამ ბრენდებისგან შემოსავალს, ჰონორარებს ან დივიდენდებს არ მიიღებს.
Heineken-ის შეფასებით, გარიგება მას €300 მილიონით დააზარალებს.
ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებას არ ითვალისწინებს.