შაბათი, მაისი 17, 2025

Business Research Group

შედეგი ვერ მოიძებნა
ყველას ნახვა
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • სიახლეები
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
    • სოფლის მეურნეობა
  • ბანკები და ფინანსები
  • საზოგადოება
    • Business Story
    • გამოკითხვები
    • კვლევები
  • უძრავი ქონება
    • იყიდება/ქირავდება
      • საცხოვრებელი
        • საცხოვრებელი პრემიუმი
      • კომერციული
        • კომერციული პრემიუმი
      • მიწის ნაკვეთი
        • მიწის ნაკვეთი პრემიუმი
  • დასაქმება
    • Sfero.ge-ის ვაკანსიები
EnglishGeorgian
Markets today by TradingView
34 °c
Tbilisi
  • სიახლეები
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
    • სოფლის მეურნეობა
  • ბანკები და ფინანსები
  • საზოგადოება
    • Business Story
    • გამოკითხვები
    • კვლევები
  • უძრავი ქონება
    • იყიდება/ქირავდება
      • საცხოვრებელი
        • საცხოვრებელი პრემიუმი
      • კომერციული
        • კომერციული პრემიუმი
      • მიწის ნაკვეთი
        • მიწის ნაკვეთი პრემიუმი
  • დასაქმება
    • Sfero.ge-ის ვაკანსიები
შედეგი ვერ მოიძებნა
ყველას ნახვა
შედეგი ვერ მოიძებნა
ყველას ნახვა
მთავარი საზოგადოება

GWP სავარაუდოდ, ტარიფის გაზრდას მოითხოვს

ავტორი Nona
17:36, 27 მარტი, 2023
- საზოგადოება, სიახლეები
GWP სავარაუდოდ, ტარიფის გაზრდას მოითხოვს

GWP/Facebook

გაზიარებაგაზიარება

კომპანია GWP ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიას, სავარაუდოდ, ტარიფის გაზრდის მოთხოვნით მიმართავს.

მარეგულირებელმა კომისიამ  წყალმომარაგების ტარიფებს წლის ბოლოს უნდა გადახედოს, რადგან წყალმომარაგების სექტორში დადგენილ სამწლიან ტარიფებს ვადა დეკემბერში ეწურება. სემეკ-მა GWP-ს ტარიფსაც უნდა გადახედოს. ტარიფის დასადგენად კი, სემეკ-მა კომპანიის მიერ განხორციელებული ინვესტიციები უნდა გაითვალისწინოს.

ამჟამად კომპანია სემეკთან მომდევნო სამი წლის საინვესტიციო გეგმის შეთანხმებაზე აწარნოებს მოლაპარაკებებს.

როგორც GWP-ის გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ბაბუხადიამ განაცხადა, ტარიფის გაზრდა-შემცირება იმაზე იქნება დამოკიდებული, კომპანია მომავალში რა სახის ინვესტიციებს განახორციელებს.

„მთავარი არის ის, რა სახის ინვესტიციები გაკეთდება, რა არის ქსელისთვის საჭირო, რაზე შევთანხმდებით, რომელ პერიოდში რა უნდა გაკეთდეს“, – განაცხადა ირაკლი ბაბუხადიამ.

მისი თქმით, კომპანია წყალმომარაგების ამორტიზებული ქსელის გამოსაცვლელად წელს 200 მილიონი ლარის ინვესტიციას უკვე ახორციელებს. სამომავლოდ რეაბილიტაციისთვის კიდევ უფრო მეტი ინვესტიცია ჩაიდება.

GWP-ის მფლობელი კომპანიის – GGU-ს 80%, 2022 წელს, ესპანურმა Aqualia-მ $180 მილიონად შეიძინა. Aqualia 2025-2026 წლებში კომპანიის დარჩენილი წილის გამოსყიდვასაც გეგმავს.

კანონმდებლობის მიხედვით, კომისიასთან შეთანხმებული საინვესტიციო გეგმით, უნდა მოხდეს აქტივების საინვესტიციო ღირებულების შეფასება (მშენებლობა, შეძენა, კაპიტალური რემონტი და ა.შ.)

საწარმო ვალდებულია დაასაბუთოს განსახორციელებელი ინვესტიციების აუცილებლობა, აგრეთვე, ამ ინვესტიციის განხორციელების შედეგად მისაღები ეფექტი და სარგებელი. 

თუ წლის საინვესტიციო გეგმის ღირებულების სავარაუდო ცვლილება აღემატება 10%-ს დადებითი ან უარყოფითი ნიშნით, საწარმო ვალდებულია აღნიშნული ცვლილებები წინასწარ შეათანხმოს კომისიასთან.

თუ საწარმოს მიერ დაგეგმილი ინვესტიციები არ განხორციელდა კომისიასთან შეთანხმებული საინვესტიციო გეგმის, ასეთი ინვესტიციები განიხილება როგორც დაუმთავრებელი მშენებლობა და აღნიშნულ ინვესტიციაზე საწარმოს მიერ მიღებული კაპიტალური დანახარჯები ექვემდებარება კორექტირებას წინამდებარე მეთოდოლოგიის შესაბამისად. 

 

თუ საწარმო კომისიას არ წარუდგენს საინვესტიციო გეგმას და არ შეუთანხმებს განსახორციელებელ საინვესტიციო პროექტებს, კომისია უფლებამოსილია ტარიფის გაანგარიშებისას არ გაითვალისწინოს საწარმოს მიერ შესაბამის პერიოდში ფაქტობრივად განხორციელებული შეუთანხმებელი ინვესტიცია, რომელიც არ იქნება მიჩნეული გონივრულად. 

თეგები: Aqualia.GWPირაკლი ბაბუხადიასემეკი

დაკავშირებული სიახლეები

მელიორაცია, მორწყვა, სარწყავი სისტემა
ეკონომიკა

სემეკმა შპს „საქართველოს მელიორაციას“ ინდივიდუალური მრიცხველების მოწყობა დაავალა

15:40, 18 ივლისი, 2024
სემეკი, ენერგეტიკული ბირჟა,
ეკონომიკა

ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედება გრძელვადიან პერიოდში ელექტროენერგიაზე ფასების შემცირებას შეუწყობს ხელს: სემეკი

16:07, 4 ივლისი, 2024
ჯორჯიან ვოთერ ენდ პაუერი, წყალმომარაგება
საზოგადოება

GWP-ის ცნობით, შეზღუდული წყალმომარაგების აღდგენა დღეიდან დაიწყება

16:34, 24 ივნისი, 2024
წყალმომარაგება, GWP
საზოგადოება

„წყალმომარაგება სრულად მაქსიმუმ ერთ კვირაში აღდგება”: თბილისის მერია

12:32, 18 ივნისი, 2024

ბოლო სიახლეები

ელექტროენერგია, ელექტროენერგიის იმპორტი

I კვარტალში რუსეთიდან იმპორტირებული 595 გიგავატი ელექტროენერგია მთლიანად აფხაზეთმა მოიხმარა: Galt & Taggart

21 საათის-ის წინ
სანქციები, რუსეთი, ევროკავშირი

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-18 პაკეტს ამზადებს

22 საათის-ის წინ
ლარის კურსი

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში გამყარდა

1 დღის-ის წინ
სატელევიზიო რეკლამა, ტელეიმედი, რუსთავი 2, ტვ პირველი,

ტელევიზიების სარეკლამო შემოსავალი 14,8 მილიონ ლარამდე გაიზარდა – 41% “იმედმა” მიიღო

1 დღის-ის წინ
წინანდლის კლასიკური მუსიკის ფესტივალი

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით წინანდლის ფესტივალის მეშვიდე სეზონი გაიმართება

1 დღის-ის წინ

ჩვენ შესახებ

Business Research Group არის გუნდი, რომელიც აანალიზებს ბიზნესისთვის მნიშვნელოვან მოვლენებს და აუდიტორიას გადამოწმებულ და დაბალანსებულ ინფორმაციას უზიარებს

Loading

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
  • ბანკები და ფინანსები
  • საზოგადოება
  • უძრავი ქონება
  • დასაქმება

კონტაქტი

  • brgroup.ge@gmail.com
Facebook Linkedin Twitter Youtube Tiktok

მასალის გამოყენების წესები

ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალა brg.ge-ის ინტელექტუალური საკუთრებაა. სხვა მედიასაშუალების მიერ მისი გამოყენება ციტირების მიზნით შესაძლებელია შესაბამისი ბმულისა და წყაროს მითითებით. მასალის მთლიანად გამოყენების სურვილის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით: brgroup.ge@gmail.com

2025 All Rights Reserved

შედეგი ვერ მოიძებნა
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
    • სოფლის მეურნეობა
  • ბანკები და ფინანსები
  • საზოგადოება
    • Business Story
    • გამოკითხვები
    • კვლევები
  • უძრავი ქონება
    • იყიდება/ქირავდება
      • საცხოვრებელი
      • კომერციული
      • მიწის ნაკვეთი
  • დასაქმება
    • Sfero.ge-ის ვაკანსიები
  • ka
    • en
    • ka

Developed By Web Features 2024 All Rights Reserved