ფუფუნების ნივთების ცნობილ ბრენდებს გაყიდვები შეუმცირდათ. Kering-ის, LVMH-ის და სხვა ცნობილი მოდის სახლების აქციები ევროპაში ეცემა.
Gucci ამბობს, რომ ძვირადღირებულ საქონელზე მოთხოვნა მკვეთრად შემცირდა. გაყიდვებმა განსაკუთრებით ჩინეთში იკლო.
Saint Laurent-ის და Balenciaga-ს მფლობელი Kering-ის აქციები 15%-ით დაეცა. ხოლო LVMH-ის, ევროპაში მეორე ყველაზე ძვირადღირებული კომპანიის და Louis Vuitton-ის და Tiffany & Co.-ის მფლობელის აქციები 3%-ზე მეტად შემცირდა.
მოგების კლებაზე ასევე საუბრობს ბრიტანული Burberry.
ეს კომპანიები უჩივიან ძვირადღირებულ ხაზზე შენელებულ მოთხოვნას ერთ-ერთ უდიდეს ბაზარზე – ჩინეთში. ამ ქვეყანაში გაყიდვები მკვეთრად გაუარესდა.
უძრავი ქონების სექტორის ვარდნისა და მასთან დაკავშირებული ეკონომიკის შენელების გამო, ჩინეთი ბოლო თვეებში ებრძვის დეფლაციას და სამომხმარებლო ფასების ვარდნას.
Gucci ვარაუდობს, რომ პირველ კვარტალში გაყიდვები წლიურად თითქმის 20%-ით შემცირდება, აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში მისი მკვეთრი კლების გამო. ხოლო Kering-ის გაყიდვები მთლიანობაში, ამ პერიოდისთვის 10%-ით შემცირდება.