სესხებზე საპროცენტო განაკვეთების ზრდისა და რეცესიასთან დაკავშირებული რისკების გათვალისწინებით, აშშ-ში ავტომობილებზე მოთხოვნის შემცირებაა მოსალოდნელი. რადგან ამერიკული ბრენდების გაყიდვების 60%-ზე მეტი კონცენტრირებულია აშშ-ში, შესაბამისად, J.P. Morgan 2023 წელს ავტომობილების ფასი წლიურად 2.5%-5%-ით შემცირებას პროგნოზირებს.
ამერიკულმა ავტოკონცერნები, როგორიცაა Ford, Chevrolet და Jeep ნახევარგამტარების დეფიციტს დიდწილად გაუმკლავდნენ, თუმცა, მათი წარმოება ჯერ კიდევ მნიშვნელოვნად ჩამორჩება 2019 წლის დონეს
Ford-მა 2022 წელს წარმოება 9%-ით გაზარდა, მაგრამ 2019 წლის მაჩვენებელს 24%-ით ჩამოუვარდება.
Chevrolet 2022 წელს 19%-ით გაზარდა წარმოება, მაგრამ ის 2019 წლის მაჩვენებელზე მაინც 22%-ით ნაკლებია.
Jeep -ს წარმოება შარშან 2%-ით შეუმცირდა, 2019 წლის წარმოებას მისი მასშტაბი 21%-ით ნაკლებია.