აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი (DoJ) Google-ს საძიებო სფეროში მონოპოლიის მოსაპოვებლად მილიარდების გადახდაში ადანაშაულებს.
ამ საკითხზე დავა სასამართლოში გრძელდება.
იუსტიციის უწყება ირწმუნება, რომ ტექნოლოგიურმა გიგანტმა უკანონოდ გამოიყენა თავისი გავლენა, რათა ბაზარზე კონკურენცია ჩაეხშო.
კერძოდ, კომპანია მრავალმილიარდიანი შეთანხმებების მეშვეობით გაურიგდა Apple-სა და Samsung-ს.
DoJ-ის წარმომადგენელი ამტკიცებს, რომ Google ყოველწლიურად ხარჯავს დაახლოებით $10 მილიარდს კონტრაქტებზე, რომელიც iPhones-ის ტექნიკაზე მისი საძიებო სისტემის განთავსებას ითვალისწინებს.
ბრალდების საპასუხოდ Google-ის ადვოკატი ამბობს, რომ Google დომინირებს ონლაინ ძიებაში – ფლობს ბაზრის დაახლოებით 90%-ს, რადგან აქვს უმაღლესი ხარისხის პროდუქტი, რომელიც კონკურენტზე – Microsoft-ის საძიებო სისტემა Bing-ე უკეთესია.
მისივე მტკიცებით, მომხმარებლებს არჩევანის თავისუფლება აქვთ. მათ შეუძლიათ, შეცვალონ პარამეტრები „რამდენიმე მარტივი დაწკაპუნებით“ და სურვილის შემთხვევაში აირჩიონ სხვა საძიებო სისტემები.