Goldman Sachs Group-ის ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ბარელი Brent-ის ტიპის ნავთობის ფასი წელს $90-ზე დაბალი იქნება. ამის შესახებ წერს Market Watch.
ასეთი პროგნოზი კეთდება OPEC+-ის ქვეყნების წარმომადგენლების შეხვედრის წინ, რომელიც 1 ივნისის უნდა გაიმართოს. ამასთან, Goldman შეხვედრაზე ნავთობის წარმოების გაზრდის ალბათობას მხოლოდ 37%-ით აფასებს.
Goldman-ის ანალიტიკოსები ადრინდელზე უფრო უფრო ოპტიმისტურ პროგნოზს აკეთებენ ნავთობის ბაზრის პერსპექტივების მიმართ.
რაც შეეხება რისკებს, მიიჩნევენ, რომ უკრაინული დრონებით რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმები ქმნის რუსეთიდან ნავთობის მიწოდების შემცირების რისკს.
ექსპერტები შეშფოთებულნი არიან ჩინეთში შექმნილი ვითარებით, სადაც ნავთობზე მოთხოვნა ბოლო დროს დღეში დაახლოებით 100 ათასი ბარელით შემცირდა.
ნავთობი კიდევ გაიაფდა
ნავთობის ფასმა კლება ბოლო ვაჭრობაზეც გააგრძელა.
ივლისის Brent-ის ფიუჩერსები ლონდონის ბირჟაზე $0,45-ით (0,55%) დაეცა და ბარელზე $81,45 შეადგინა.
WTI-ის ივლისის ფიუჩერსები ნიუ-იორკის სასაქონლო ბირჟაზე $0,54 დოლარით (0,7%) შემცირდა და $77,03 შეადგინა.
დილერებმა შეაფასეს მონაცემები აშშ-ის მარაგის შესახებ და მოთხოვნის პერსპექტივა.
აშშ-ს ნავთობის მარაგების მზარდია. აშშ-ს ხაზინის შემოსავალი კი კვლავ გაიზარდა ინვესტორების მოლოდინების გაძლიერების შემდეგ, რომ ფედერალური რეზერვი საპროცენტო განაკვეთს მოსალოდნელზე დიდხანს შეინარჩუნებს.