GITA-მ აჭარის, გურიისა და იმერეთის რეგიონებისთვის ახალი საგრანტო პროგრამა გამოაცხადა.
პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს რეგიონებში ადგილობრივი ინოვაციური და ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებას; ინოვაციური პროდუქტების, მომსახურების, ტექნოლოგიებისა და პროცესების შემუშავება-ათვისებისა და კომერციალიზაციის გზით ინოვაციური და ტექნოლოგიური სტარტაპების შექმნას
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებულმა პირებმა 20 თებერვლიდან 20 მარტის ჩათვლით ელექტრონული პორტალის www.grants.gov.ge მეშვეობით უნდა წარადგინონ განაცხადები.
საგრანტო თანხის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 25 000 ლარს. დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილეთ ბმულზე: shorturl.at/dlG38