Getty Images Holdings კონკურენტ Shutterstock-ს ყიდულობს.
ვიზუალური კონტენტის ორ უმსხვილესი პროვაიდერის შერწყმის შედეგად შეიქმნება კომპანია, რომლის საბაზრო ღირებულება დაახლოებით $3,7 მილიარდი იქნება.
გაერთიანების აუცილებლობა ვიზუალური კონტენტის ბაზრის ტრანსფორმაციამ განაპირობა, რაც ხელოვნური ინტელექტისა და სმარტფონების კამერების გაუმჯობესების შედეგია.
გარიგების პირობების მიხედვით, Getty Images გადაიხდის $331 მილიონს ნაღდი ფულის სახით და 319,4 მილიონს სახაზინო აქციებში.
ტრანზაქციის დასრულების შემდეგ Getty Images-ის მფლობელობაში იქნება გაერთიანებული კომპანიის დაახლოებით 54.7%-იანი წილი, ხოლო დანარჩენი Shutterstock-ის აქციონერების საკუთრებაში დარჩება.
გაერთიანებულ კომპანიას Getty Images-ის აღმასრულებელი დირექტორი კრეიგ პიტერსი უხელმძღვანელებს.
გარიგების შედეგად Getty Images-ის ფოტოების, ილუსტრაციებისა და ვიდეოების მასშტაბური ბიბლიოთეკა Shutterstock-ის მდიდარ პლატფორმასთან გაერთიანდება. Getty Images-ს დაახლოებით $1,4 მილიარდის ვალი აქვს. მან 2022 წლის შემდეგ დაკარგა საბაზრო ღირებულების დაახლოებით 73%.
Shutterstock-ის აქციები იმავე პერიოდში 50%-ით დაეცა.
ხოლო გარიგების გამოცხადების შემდეგ, Shutterstock-ის აქციები 44%-ით გაიზარდა, ხოლო Getty- ის აქციები 100%-ით გაძვირდა.
კომპანიები იმედოვნებენ, რომ გაერთიანება საშუალებას მისცემთ შეამცირონ ხარჯები, გაზარდონ მომგებიანობა და სერვისების უფრო ფართო სპექტრი შესთავაზონ მედიას და სარეკლამო ინდუსტრიებს.