General Motors Co (GM.N) სამსახურიდან 5 000 თანამშრომელს ათავისუფლებს, რაც კომპანიას $2 მილიარდის ეკონომიას მისცემს.
ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, GM-ის აქციები თითქმის 2%-ით დაეცა.
GM-მა გაზარდა ფასები მომარაგების გართულების გამო. ჯეიკობსონმა თქვა, რომ „ფასების კიდევ უფრო გაზრდის შესაძლებლობა არ არსებობს. უფრო სწრაფად უნდა შევამციროთ ხარჯები“.
GM-ს გამიზნული აქვს, 2024 წლის ბოლოსთვის საოპერაციო ხარჯების $ 2 მილიარდით შემცირება.
GM-ის წლიური ხარჯის 75% ელექტრომობილების პროექტებზე იქნება მიმართული.