საქართველოში ჩამოსული ტურისტების რიცხვი 2023 წლის პირველ კვარტალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 83.8% -ით გაიზარდა და მიუახლოვდა პანდემიამდე პერიოდის, კერძოდ 2019 წლის მაჩვენებელს (2019 წლის 95.8% შეადგინა).
ტურისტული სექტორის ანალიზი Galt & Taggart-მა ჩაატარა.
წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაორმაგდა საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა და 1,1 მილიონ ადამიანს მიაღწია (2019 წლის დონის 79,9%).
ვიზიტორთა შორის ყველაზე მეტი რუსეთიდან იყო. შემდეგი ქვეყანაში ჩამოსული ვიზიტორების რაოდენობით, თურქეთი და სომხეთია. არამეზობელი ქვეყნებიდან, 2019 წელთან შედარებით, შესამჩნევი ზრდა დაფიქსირდა ბელორუსიდან (+181.0% 2019 წელთან შედარებით), ყაზახეთიდან (+85.2%) და ისრაელიდან (+79.2%).
აღსანიშნავია, რომ ვიზიტორთა რიცხვი ჯერ კიდევ ძალიან დაბალია მეზობელი ქვეყნებიდან: აზერბაიჯანიდან (-86,2% 2019 წელთან შედარებით) და სომხეთიდან (-21,5% 2019 წელთან შედარებით).
მაგრამ Galt & Taggart-ის პროგნოზის მიხედვით, წელს ამ ქვეყნებიდან შემოსულთა რიცხვი მეტი იქნება. კერძოდ, 7.7 მილიონ ადამიანს მიაღწევს, რაც ნიშნავს 64%-იან ზრდას წელიწადში და 2019 წლის ტურიზმის მაჩვენებლამდე აღდგენას.
შემოსავლები ტურიზმიდან
მნიშვნელოვნად არის მომატებული ტურიზმიდან შემოსავლები. პირველ კვარტალში შემოსავალმა წლიური 102%-იანი ზრდა აჩვენა, $795.4 მილიონი შეადგინა და 37.5%-ით გადააჭარბა 2019 წლის დონეს.
2023 წლის პირველ კვარტალში ტურიზმიდან მთლიანი შემოსავლების 33,5% რუსეთზე მოდის, შემდეგ მოდის თურქეთი (12,1%) და ევროკავშირი (9,2%).
Galt & Taggart ვარაუდობს, რომ ტურიზმიდან შემოსავალი 2023 წელს 15%-ით გაიზრდება და $4 მილიარდს მიაღწევს.