Galt & Taggart-ის პროგნოზით, 2024 წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები $4.4 მილიარდს მიაღწევს.
ეროვნული ბანკის მონაცემების მიხედვით, 2024 წლის მე-3 კვარტალში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 8%-ით გაიზარდა და $1.6 მილიარდი შეადგინა.
ჯამურად, 2024 წლის იანვარ-სექტემბერში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები $3.5 მილიარდს გაუტოლდა, რაც წლიურად 6.5%-იანი ზრდაა.
ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანამ 2023 წელს ტურიზმიდან $4.1 მილიარდის შემოსავალი მიიღო.