Ford-მა სამუხრუჭე სისტემის პრობლემების გამო 900 000-მდე F-150 პიკაპი ბაზრიდან გაიწვია.
ამერიკული Ford Motor ბაზრიდან უკან გაიწვევს 2021-დან 2023 წლამდე გამოშვებულ 870 700 პიკაპ F-150-ს მუხრუჭთან დაკავშირებული პრობლემების გამო.
კომპანიის ცნობით, უკანა ღერძის კორპუსმა შეიძლება, დააზიანოს ელექტროგაყვანილობა, რის გამოც პარკირების მუხრუჭმა (EPB) შესაძლოა, მართვის დროს იმუშაოს და ავარია გამოიწვიოს.
Ford-მა განაცხადა, რომ სამუხრუჭე სისტემისგან გამოწვეული რაიმე ავარიის ან დაზიანებების შესახებ შეტყობინება ამ დრომდე არ მიუღია.