ჟურნალმა Forbes-მა 2023 წლის ჰოლივუდის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობების ტოპ 10 გამოაქვეყნა. პირველი ადგილი ადამ სენდლერმა დაიკავა, რომელმაც ერთ წელიწადში $73 მილიონი გამოიმუშავა.
სენდლერმა შემოსავლის მნიშვნელოვანი ნაწილი Netflix-თან თანამშრომლობის წყალობით მიიღო. 2014 წლიდან მსახიობმა რვა ფილმში ითამაშა და ასევე იყო რამდენიმე ფილმის პროდიუსერი, რომლებიც Netflix-ზე გამოვიდა.
2023 წელს, სენდლერის მონაწილეობით, Netflix-ზე გამოვიდა კომედიები Murder Mystery 2 და Don’t Think About Coming to My Bat Mitzvah, ანიმაციური ფილმი „Leo”. მსახიობმა მთავარი როლი შეასრულა ფილმში „კოსმონავტი”, რომელიც 2024 წლის მარტში გამოვიდა.
რეიტინგში მეორე ადგილი მარგო რობიმ დაიკავა, რომელმაც მთავარი როლი შეასრულა ფილმში „ბარბი“. გასული წლის განმავლობაში მსახიობმა $59 მილიონი გამოიმუშავა.
სიაში მესამეა ტომ კრუზი, რომელმაც $45 მილიონი გამოიმუშავა.
Forbes-ის რეიტინგში ასევე მოხვდნენ: რაიან გოსლინგი ($43 მილიონი), მეტ დეიმონი ($43 მილიონი), ჯენიფერ ენისტონი ($42 მილიონი), ლეონარდო დიკაპრიო($41 მილიონი), ჯეისონ სტეტჰემი ($41 მილიონი), ბენ აფლეკი ($38 მილიონი), დენზელ ვაშინგტონი ($24 მილიონი).