Forbes-მა მილიარდერების მსოფლიო რეიტინგი გამოაქვეყნა. გამოცემამ პლანეტის უმდიდრესი ადამიანების სია 38-ედ განაახლა.
ჩამონათვალში 2 ქართველი მილიარდერია.
განახლებული მონაცემებით, მიხეილ ლომთაძემ Kaspi.kz-ის აღმასრულებელი დირექტორმა 525-ე ადგილზე გადაინაცვლა და სიმდიდრით გაუსწრო ბიძინა ივანიშვილს, რომელიც Forbes-ის რეიტინგის მიხედვით, უმდიდრესი ქართველი იყო.
ლომთაძის ქონება Forbes-ის მიერ $5,8 მილიარდად არის შეფასებული. შარშან ქართველი ბიზნესმენი $3,7 მილიარდით რეიტინგში 766-ე ადგილს იკავებდა.
ბიძინა ივანიშვილის ქონება $4,9 მილიარდს შეადგენს და ამ მაჩვენებლით რეიტინგში 633-ე ადგილს იკავებს.
ცნობისთვის, Forbes-ის რეიტინგი განსხვავდება Bloomberg-ის მიერ წელს გამოქვეყნებული მონაცემებისგან, რომლის თანახმად, ბიძინა ივანიშვილის ქონება $7.05 მილიარდს შეადგენს. ხოლო მიხეილ ლომთაძის ქონებას გამოცემა $6.58 მილიარდად აფასებს.
მიხეილ ლომთაძის ქონების მკვეთრი ზრდა უკავშირდება ყაზახეთის წამყვანი ბანკის Kaspi.kz-ის NASDAQ-ის საფონდო ბირჟაზე დალისტვას. აქციების ემისიის შედეგად კომპანიამ ინვესტორებისგან $1 მილიარდზე მეტი მოიზიდა.