28 წლის ოსტინ რასელი ახლა Forbes Global Media Holdings-ის 82%-ს ფლობს. ის დირექტორთა საბჭოს შეცვლას აპირებს.
ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერმა თვითმართვადი ავტომობილების სტარტაპის – Luminar-ის დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა, მედიაჰოლდინგში $800 მილიონი გადაიხადა.
ჰონგ კონგში დაფუძნებული Integrated Whale Media Investments (IWM), რომელიც Forbes-ის 95%-ს 2014 წლიდან ფლობს, მინორიტარ აქციონერად დარჩება.
ოსტინ რასელი პირობას დებს, რომ ის გამოცემის სარედაქციო პოლიტიკაში არ ჩაერევა.
მედიაჰოლდინგის ახალი დირექტორთა საბჭო დაკომპლექტდება ექსპერტებით მედიის, ტექნოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტის სფეროებიდან. IWM დირექტორთა საბჭოში ერთ ადგილს შეინარჩუნებს.
Forbes Media-ს მთავარი რედაქტორი და კომპანიის დამფუძნებლის, ჩარლზ ფორბსის შვილიშვილი – სტივ ფორბსი კომპანიაში მუშაობას გააგრძელებს.
28 წლის ოსტინ რასელი ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია მსოფლიოში. 2012 წელს მან დააარსა Luminar Technologies, რომელმაც პირველი LIDAR (სინათლის გამოსხივების მანძილის საზომი ტექნოლოგია) შექმნა. კომპანია მსოფლიოს უდიდეს ავტომწარმოებლებთან თანამშრომლობს.
Forbes-ის რეიტინგის მიხედვით, რასელის ქონება $1,6 მილიარდია.