სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა ჩინეთის სუვერენული საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივა სტაბილურიდან ნეგატიურით შეცვლა.
გადაწყვეტილების მიზეზად დასახელდა რისკები, რომელიც უძრავი ქონების სექტორში არსებულ კრიზისს, წარმოების შენელებას და ვალის ზრდას უკავშირდება.
ჩინეთის ფინანსთა სამინისტრომ განაცხადა, რომ Fitch-ის რეიტინგების სისტემამ არ ასახა ის ფისკალური სტიმულები, რასაც ქვეყნის მთავრობა ფისკალური პოლიტიკის სტიმულირებისთვის აკეთებს.
ექსპერტების შეფასებით, რეიტინგის შემცირება არ ნიშნავს, რომ ჩინეთს უახლოეს მომავალში დეფოლტი ემუქრება. სააგენტომ გადაწყვეტილება პირველი კვარტლის ეკონომიკური მონაცემების გამოქვეყნებამდე მიიღო, როცა ეკონომიკური ზრდა შენელებული იყო. ქვეყანას ძალიან მცირე საგარეო ვალი აქვს, ხოლო მთავრობა ძლიერ სტრუქტურულ რეფორმას ახორციელებს. შესაბამისად, ფისკალური დეფიციტის და რეგიონებში, ადგილობრივი ხელისუფლებების ვალის ზრდა მართვადი რისკებია
Fitch-ის ნაბიჯი მოჰყვა Moody’s-ის ასეთივე ნაბიჯს, რომელიც 2023 წლის დეკემბერში განახორციელა.