ორშაბათი, ივნისი 16, 2025

Business Research Group

შედეგი ვერ მოიძებნა
ყველას ნახვა
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • სიახლეები
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
    • სოფლის მეურნეობა
  • ბანკები და ფინანსები
  • საზოგადოება
    • Business Story
    • გამოკითხვები
    • კვლევები
  • უძრავი ქონება
    • იყიდება/ქირავდება
      • საცხოვრებელი
        • საცხოვრებელი პრემიუმი
      • კომერციული
        • კომერციული პრემიუმი
      • მიწის ნაკვეთი
        • მიწის ნაკვეთი პრემიუმი
  • დასაქმება
    • Sfero.ge-ის ვაკანსიები
EnglishGeorgian
Markets today by TradingView
34 °c
Tbilisi
  • სიახლეები
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
    • სოფლის მეურნეობა
  • ბანკები და ფინანსები
  • საზოგადოება
    • Business Story
    • გამოკითხვები
    • კვლევები
  • უძრავი ქონება
    • იყიდება/ქირავდება
      • საცხოვრებელი
        • საცხოვრებელი პრემიუმი
      • კომერციული
        • კომერციული პრემიუმი
      • მიწის ნაკვეთი
        • მიწის ნაკვეთი პრემიუმი
  • დასაქმება
    • Sfero.ge-ის ვაკანსიები
შედეგი ვერ მოიძებნა
ყველას ნახვა
შედეგი ვერ მოიძებნა
ყველას ნახვა
მთავარი ბანკები და ფინანსები

Fitch-მა საქართველოს პერსპექტივა “სტაბილურიდან” “ნეგატიურამდე” გააუარესა

ავტორი Nona
12:18, 7 დეკემბერი, 2024
- ბანკები და ფინანსები, ეკონომიკა, სიახლეები
Fitch, გლობალური ეკონომიკა, მშპ
გაზიარებაგაზიარება
საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch-ის ახალი შეფასების თანახმად, საქართველოს პერსპექტივა გაუარესებულია.
Fitch-მა ქვეყნის სუვერენული საკრედიტო რეიტინგი კვლავ “BB” დონეზე დაადასტურა, ხოლო პერსპექტივა “სტაბილურიდან” “ნეგატიურამდე” შეამცირა(ივნისში, წინა შეფასებისას,  Fitch-მა პერსპექტივა “პოზიტიურიდან” “სტაბილურამდე” შეამცირა).
შეფასების გაუარესების ერთ-ერთ ძირითად ფაქტორად დასახელდა მკვეთრად გაზრდილი პოლიტიკური რისკი.
სარეიტინგო სააგენტო გადაწყვეტილების საფუძვლად ასახელებს შემდეგ ფაქტორებს:
მკვეთრად გაზრდილი პოლიტიკური რისკი:
Fitch-ის აზრით, ოქტომბრის სადავო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, პოლიტიკური და სოციალური პოლარიზაცია მნიშვნელოვნად გაიზარდა. ოპოზიცია და დასავლური ქვეყნების ჯერჯერობით არ აღიარებენ არჩევნების შედეგებს. ასევე, საკამათოა საპრეზიდენტო არჩევნების სისტემაში ცვლილებები (რომელიც 14 დეკემბერს გაიმართება), მოქმედი პრეზიდენტი უარს ამბობს თანამდებობის დატოვებაზე.
Fitch-ის აზრით, პოლიტიკური რისკები, სავარაუდოდ, დარჩება ძალიან მაღალი, რაც გამოიხატება ფართო პროტესტითა და სამართლებრივი გამოწვევებით. გაჭიანურებულმა პოლიტიკურმა კრიზისმა შეიძლება შეარყიოს ინსტიტუციური ჩარჩო და გავლენა მოახდინოს ინვესტორებისა და შიდა ნდობაზე, მოახდინოს ზეწოლა გარე ლიკვიდობასა და გაცვლით კურსზე. საჯარო ინსტიტუტებისადმი ნდობის შესუსტებასთან ერთად, ეს, სავარაუდოდ, უარყოფითად იმოქმედებს საქართველოს მმართველობის მაჩვენებლებზე.
ურთიერთობა გარე მხარეებთან:
არჩევნების შემდეგ, საქართველოს მთავრობის მიერ ევროკავშირთან გაწევრიანების დიალოგის 2028 წლამდე გადადებამ გააძლიერა პროტესტი, იმ პირობებში, რომ მოსახლეობის დაახლოებით 85% ემხრობა ევროკავშირში გაწევრიანებას და მთავრობა კონსტიტუციით ვალდებულია, მიჰყვეს ამ გზას.
სიტუაციის ესკალაციის შემთხვევაში, ურთიერთობები დასავლურ ქვეყნებთან შეიძლება კიდევ უფრო დაიძაბოს, რაც ზრდის რისკს, რომ შემცირდეს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები (FDI) ან მრავალმხრივი დაფინანსების შემოდინება.
რისკები პოლიტიკის ჩარჩოსთვის:
პოლიტიკურმა დაძაბულობამ ასევე შეიძლება შეაფერხოს ან გაართულოს ისეთი რეფორმები, როგორიცაა საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) დამოუკიდებლობის გაძლიერება ან სახელმწიფო საწარმოების რეფორმა. Fitch არ ელოდება IMF-ის პროგრამის აღდგენას, რაც შეასუსტებს საქართველოს მცირე, ღია და დოლარიზებული ეკონომიკის შესაძლებლობას, ეფექტიანად გაუმკლავდეს გარე შოკებს.
საერთაშორისო რეზერვების სუსტი დაფარვა:
საერთაშორისო რეზერვები ოქტომბერში თვის ჭრილში 13%-ით ($627,5 მლნ) დაეცა $4,1 მლრდ, რაც ეკვივალენტურია მხოლოდ 2.1 თვის მიმდინარე ანგარიშის გადახდების და ყველაზე დაბალი დონეა 2021 წლის პირველი კვარტლის შემდეგ. დიდი ვარდნა განპირობებული იყო სებ-ის მიერ $591 მილიონის ინტერვენციებით წინასაარჩევნოდ, სავარაუდოდ, ლარის კურსის დიდ ცვალებადობის ასაცილებლად და ასევე, კორპორაციებისგან სავალუტო მოთხოვნის ზრდის გამო. რეზერვები ნოემბრის ბოლოსთვის უმნიშვნელოდ გაიზარდა $4,12 მილიარდამდე.
პოლიტიკის პასუხი:
სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა განაცხადა, რომ ნოემბერში მან $124,5 მილიონი შეიძინა, მაგრამ Fitch-ის აზრით, რეზერვების გაყიდვები არ არის გამორიცხული. დეკემბრის შუა რიცხვებიდან, ეროვნული ბანკი კომერციული ბანკებისთვის მინიმალურ სარეზერვო მოთხოვნებს 5 პროცენტული პუნქტით გაზრდის, რაც სავარაუდოდ გაზრდის სავალუტო რეზერვებს. Fitch ელოდება, რომ საერთაშორისო რეზერვები დარჩება უცვლელი 2025-26 წლების განმავლობაში და საკმარისი იქნება დაახლოებით 2.3 თვის მიმდინარე ანგარიშის გადახდების დასაფარად, მიმდინარე ანგარიშის მუდმივი დიდი დეფიციტის და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების უფრო სუსტი პერსპექტივის გათვალისწინებით.
თეგები: FitchFitch Ratings

დაკავშირებული სიახლეები

Fitch Ratings
სიახლეები

Fitch Ratings-მა მსოფლიო ეკონომიკის ზრდის 2025 წლის პროგნოზი გააუარესა

09:46, 17 აპრილი, 2025
თიბისი კაპიტალი
ბანკები და ფინანსები

თიბისი კაპიტალმა კაპიტალის ბაზრების შესახებ შეხვედრა ჩაატარა

11:47, 4 აპრილი, 2025
Fitch Ratings
ბანკები და ფინანსები

Fitch ქართულ ბანკებს პოლიტიკური კრიზისით გამოწვეული რისკების შესახებ აფრთხილებს

15:27, 3 მარტი, 2025
ნავთობის ფასი, ისრაელი-ირანი
ეკონომიკა

ნავთობის ფასი შეიძლება $20-ით გაიზარდოს თუ ისრაელი თავს დაესხმება ირანს: Goldman Sachs

15:54, 4 ოქტომბერი, 2024

ბოლო სიახლეები

კრისტალი

3 წუთი-ის წინ
თიბისი კონცეპტი, Visa და Turkish Airlines ინოვაციურ სამოგზაურო ბარათს ქმნიან

თიბისი კონცეპტი, Visa და Turkish Airlines ინოვაციურ სამოგზაურო ბარათს ქმნიან

18 წუთი-ის წინ
ბიზნეს სექტორი, საშუალო ხელფასი,

I კვარტალში ბიზნეს სექტორში საშუალო ხელფასის კლება დაფიქსირდა: საქსტატი

39 წუთი-ის წინ
JPMorgan

Forbes Global 2000-ის ლიდერი JPMorgan-ია – მსოფლიოს უდიდესი კომპანიების რეიტინგი 

1 საათის-ის წინ
პრემია ელისო

პრემია „ელისოს“ 2025 წლის გამარჯვებული კინემატოგრაფები გურჯაანში გამოვლინდნენ

23 საათის-ის წინ

ჩვენ შესახებ

Business Research Group არის გუნდი, რომელიც აანალიზებს ბიზნესისთვის მნიშვნელოვან მოვლენებს და აუდიტორიას გადამოწმებულ და დაბალანსებულ ინფორმაციას უზიარებს

Loading

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
  • ბანკები და ფინანსები
  • საზოგადოება
  • უძრავი ქონება
  • დასაქმება

კონტაქტი

  • brgroup.ge@gmail.com
Facebook Linkedin X-twitter Youtube Tiktok

მასალის გამოყენების წესები

ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალა brg.ge-ის ინტელექტუალური საკუთრებაა. სხვა მედიასაშუალების მიერ მისი გამოყენება ციტირების მიზნით შესაძლებელია შესაბამისი ბმულისა და წყაროს მითითებით. მასალის მთლიანად გამოყენების სურვილის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით: brgroup.ge@gmail.com

Developed By Web Features 2025 All Rights Reserved

შედეგი ვერ მოიძებნა
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
    • სოფლის მეურნეობა
  • ბანკები და ფინანსები
  • საზოგადოება
    • Business Story
    • გამოკითხვები
    • კვლევები
  • უძრავი ქონება
    • იყიდება/ქირავდება
      • საცხოვრებელი
      • კომერციული
      • მიწის ნაკვეთი
  • დასაქმება
    • Sfero.ge-ის ვაკანსიები
  • ka
    • en
    • ka

Developed By Web Features 2025 All Rights Reserved