Ferrari-ის პირველი ელექტრომობილი მინიმუმ 500,000 ევრო ($535,000) ეღირება.
Reuters წერს, რომ კომპანია ემზადება ქარხნის გასახსნელად, რომელიც ახალ ელექტრო მოდელს გამოიმუშავებს. Ferrari-ის ახალი ქარხანა პარასკევს უნდა გაიხსნას მშობლიურ ქალაქ მარანელოში, ჩრდილოეთ იტალიაში.
მარანელოს ქარხანა გამოუშვებს ბენზინის ძრავიან და ჰიბრიდულ ავტომანქანებს. ასევე ახალ EV-ს, კომპონენტებს ჰიბრიდებისთვის და ელექტრომობილებისთვის.
იტალიურმა ბრენდმა განაცხადა, რომ პირველი ელექტრომობილი ბაზარზე მომავალი წლის ბოლოს გამოჩნდება.
მისი ფასი ბევრად მეტი იქნება მაღალფასიანი ელექტრომობილების საშუალო გასაყიდ ფასზე, რომელიც დაახლოებით 350,000 ევროს ფარგლებშია.
როგორც ამბობენ, Ferrari-ის მეორე EV მოდელი ასევე დამუშავების პროცესშია.
როგორც სპეციალისტები ამბობენ, კომპანიას შესაძლოა არ სურდეს მთლიანი წარმოების წელიწადში 20,000 ავტომობილამდე გაზრდა. როგორც ცნობილია, Ferrari იცავს თავის პოლიტიკას, აწარმოოს ნებისმიერი მოდელი გარკვეულ ლიმიტით, რაც არ უნდა მოთხოვნადი იყოს ის.
აღსანიშნავია, რომ Ferrari-ს ძირითადი მომხმარებლები მაინც ბენზინის ძრავაზე მომუშავე მოდელებს ანიჭებენ უპირატესობას.
Ferrari-ის კონკურენტი Lamborghini თავისი პირველი EV მოდელის გაყიდვების დაწყებას 2028 წელს გეგმავს.