იცოდით, რომ არსებობს გენიალური მიზეზი იმისა, თუ რატომაა Starbucks-ის მაგიდების უმეტესობა მრგვალი?
Starbucks-ში მრგვალი მაგიდები დგას იმიტომ, რომ მარტო მყოფმა ვიზიტორებმა თავი მარტოსულად არ იგრძნონ.
FEEL GOOD – მრგვალი მაგიდები Starbucks-ში უფრო მეტია, ვიდრე დეკორი.
არსებობს უამრავი კვლევა, რომელიც აჩვენებს, რომ მრგვალი მაგიდები ბევრად უფრო „მეგობრულია“, ვიდრე კვადრატული ფორმის.
The Wall Street Journal-ის ჟურნალისტი და მწერალი კარენ ბლუმენტალი თავის წიგნში, Grande Expectations: A Year in the Life of Starbucks’s, წერს, რომ „მრგვალი მაგიდები უფრო მისასალმებელია, ვიდრე კვადრატული კიდეებით, რადგან ადამიანები ნაკლებად მარტოდ გამოიყურებიან, როცა მრგვალ მაგიდასთან სხედან.”