აშს-ის ფედერალური რეზერვის(FED) ხელმძღვანელის, ჯერომ პაუელის თქმით, საპროცენტო განაკვეთების შემცირების დრო მოახლოებულია, მაგრამ წლის მეორე ნახევრამდე განაკვეთების შემცირება “დიდად სავარაუდო არ არის”.
მისივე თქმით, ის კვლავ მოელის, რომ FED, მიმდინარე წელს, განაკვეთებს სამჯერ მაინც შეამცირებს. თუ წლის განმავლობაში განაკვეთები მართლაც სამჯერ შემცირდება, სავარაუდოდ, ყოველ ჯერზე 25 პროცენტული პუნქტით, ცენტრალური საპროცენტო განაკვეთი წლის ბოლოს, ჯამურად, 75 პროცენტული პუნქტით დაიკლებს, რასაც მნიშვნელოვანი გავლენა ექნება როგორც აშშ-ზე, ისე მსოფლიოზე.
ინფლაცია მთელი მსოფლიოს მასშტაბით ეცემა. ინფლაციის ვარდნასთან ერთად, მსოფლიო მოელის, რომ მონეტარული პოლიტიკა უფრო შერბილდება. 2022 წლის ბოლოდან მოყოლებული, დიდი 10-ის ეკონომიკურ ჯგუფში ძირითადი ინფლაცია 6%-დან 3%-მდე დაეცა.
ცენტრალურმა ბანკებმა მიაღწიეს კორექტირების სამ მეოთხედზე მეტს, რაც საჭიროა ინფლაციის სამიზნე 2%-იან ნიშნულამდე დასაბრუნებლად. TBC Capital-ის ეკონომისტების შეფასებით, მსოფლიო ბაზარზე ინფლაციის კლება ჯერ კიდევ გრძელდება და, დიდი ალბათობით, 2024 წლის განმავლობაშიც გაგრძელდება.