ფედერალურმა რეზერვმა შეიძლება, გაზარდოს რეფინანსირების განაკვეთი ინფლაციის შესამცირებლად, რომელიც ჯერ კიდევ ძალიან მაღალ ნიშნულზეა, –თქვა პარასკევს Fed-ის თავმჯდომარემ ჯერომ პაუელმა და პირობა დადო, რომ პროცესს სიფრთხილით მოეკიდებიან.
„ჩვენ მზად ვართ კიდევ გავზარდოთ განაკვეთები, საჭიროების შემთხვევაში და ვაპირებთ, შევინარჩუნოთ შეზღუდვები, სანამ არ დავრწმუნდებით, რომ ინფლაცია 2%-იან სამიზნე მაჩვენებელს უახლოვდება”,– განაცხადა პაუელმა.
მისი თქმით, ფასების შემცირების კუთხით პროგრესი არის, მაგრამ რჩება რისკები, მათ შორის, ეკონომიკის ზრდა აშშ-ში.
ფედერალური რეზერვის ყოველწლიურ ეკონომიკურ სიმპოზიუმზე ჯექსონ ჰოლში გამოსვლისას, პაუელმა აღნიშნა, რომ გადაწყვეტილების მიღებისას, ფედერალური რეზერვი გაითვალისწინებს ეკონომიკური ზრდისა და შრომის ბაზრის მაჩვენებლებს.
Fed-მა ივლისში საორიენტაციო საკრედიტო განაკვეთი მეოთხედი პუნქტით – 5,25-5,5%-მდე გაზარდა, რაც ყველაზე მაღალია ბოლო 22 წლის განმავლობაში.
მეორე კვარტალში აშშ-ის ეკონომიკამ ზრდა აჩვენა და ექსპერტების შეფასებით, მესამე კვარტალში ის უფრო დაჩქარებულია.
ინფლაციის კიდევ ერთი საზომი –სამომხმარებლო ფასების ინდექსი,რომელსაც Fed ყურადღებით ადევნებს თვალს, ივლისში 3.2%-ით გაიზარდა.