როგორც მოსალოდნელი იყო, აშშ-ის ფედერალურმა რეზერვმა მონეტარული პოლიტიკა 0,25%-ით, 5.25%-დან 5.50%-მდე გაამკაცრა. ეს ყველაზე მაღალი განაკვეთია ბოლო 22 წლის განმავლობაში.
Fed მიიჩნევს, რომ ინფლაციის მაჩვენებელი კვლავ მაღალია, ამიტომ პოლიტიკის გამკაცრებისთვის „კარს ღიას ტოვებს”.
ფედერალური რეზერვის ხელმძღვანელის – ჯერომ პაუელის თქმით, შესაძლოა, მონეტარული პოლიტიკის დამატებით გამკაცრება გახდეს საჭირო, 2%-იანი სამიზნე ინფლაციის მისაღწევად.
მიუხედავად იმისა, რომ ივნისში ინფლაცია შემცირდა, Fed-ს არ სურს, შეცვალოს თავისი მკვეთრი პოზიცია, სანამ მეტი პროგრესი არ იქნება ფასების შემცირების თვალსაზრისით.
პაუელი ამბობს, რომ Fed-ის წევრები აშშ-ში რეცესიას აღარ პროგნოზირებენ.