აშშ-ის ფედერალურმა რეზერვმა(FED) საპროცენტო განაკვეთი უცვლელად დატოვა. ეს ნიშნავს, რომ რეფინანსირების განაკვეთი 5.5%-ის დონეზე შენარჩუნდება.
კომიტეტს მიზანშეწონილად არ მიაჩნია განაკვეთის შემცირება, სანამ ინფლაცია 2%-ს არ დაუახლოვდება.
„ეკონომიკური აქტივობა ძლიერი ტემპით იზრდება. სამუშაო ადგილების ზრდა რჩება მაღალი, ხოლო უმუშევრობის დონე დაბალია. ინფლაცია გასული წლის განმავლობაში შენელდა, მაგრამ კვლავ რჩება მაღალი.
ეკონომიკური პერსპექტივა გაურკვეველია და კომიტეტი რჩება ძალიან ფხიზლად ინფლაციის რისკების მიმართ“, – ნათქვამია Fed-ის განცხადებაში.
ამასთან, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა აშშ-ში მშპ-ს ზრდის პროგნოზი 2024 წელს 1.4%-დან 2.1%-მდე გაიზარდა. გრძელვადიანი პროგნოზი კი ეკონომიკის 1.8%-ით ზრდას ითვალისწინებს.
კომიტეტმა წინა შეხვედრაზეც რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად დატოვა.