აშშ-ის ფედერალურმა რეზერვმა(Fed), როგორც მოსალოდნელი იყო, საპროცენტო განაკვეთი 0,25%-ით შეამცირა და ის 4,25-4,5%-მდე დიაპაზონში იქნება. გადაწყვეტილება ანალიტიკოსებისა და ეკონომისტების უმეტესობის მოლოდინებს ემთხვევა.
„უახლესი სტატისტიკური მონაცემები მიუთითებს იმაზე, რომ ეკონომიკური აქტივობა აგრძელებს მატებას ამ წლის დასაწყისიდან, შრომის ბაზარი შესუსტდა, გაიზარდა უმუშევრობა, მაგრამ ინფლაცია ოდნავ მაღალია, მაგრამ სამიზნე მაჩვენებელთან ახლოსაა“, – ნათქვამია Fed-ის განცხადებაში.
ინფლაციის სამიზნე მაჩვენებელი 2%-ს შეადგენს.
Fed-ის გადაწყვეტილების შემდეგ აქციების დაეცა იმ კომპანიების აქციები, რომლებიც ყველაზე მეტად რეაგირებენ განაკვეთის შემცირებაზე. S&P 500-ის სამომხმარებლო და უძრავი ქონების სექტორების ინტექსი დაეცა შესაბამისად 4.7%-ით და 4%-ით. Russell 2000-ის ინდექსი 4,4%-ით შემცირდა.