შეერთებული შტატების ფედერალური რეზერვი (Fed) დღეს საპროცენტო განაკვეთს გადახედავს.
ეკონომისტები ვარაუდობენ, რომ საპროცენტო განაკვეთ 0,5%-ით გაიზრდება 5-5,25%-მდე. თუ ასე მოხდა, ეს იქნება 16 წლის მაქსიმალური განაკვეთი და 5%-იანი ზრდა 2022 წლის მარტის შემდეგ.
Fed-ი ზრდის საპროცენტო განაკვეთებს ინფლაციის შესამცირებლად. ინფლაცია რომ შემცირდეს, მან უნდა შეანელოს ეკონომიკა, ბანკებისთვის და, შესაბამისად, მომხმარებლებისთვის სესხების გაძვირებით. მაგრამ, პროცენტი ისე უნდა განსაზღვროს, რომ მოძებნოს ბალანსი ინფლაციის შემცირებასა და რეცესიას შორის.
First Republican Bank-ის გაკოტრება, რაც უკვე მესამე ბანკის გაკოტრებაა ბოლო ორი თვის განმავლობაში, არასტაბილური ვითარება საბანკო სექტორში, ასევე, გაზრდილი ინფლაცია, სპეციალისტებს აფიქრებინებს, რომ ფედერალური რეზერვი განაკვეთს ასწევს.
Fed-მა, თავის ბოლო შეხვედრაზე, მარტში, ივარაუდა, რომ იქნებოდა კიდევ ერთი ზრდა და ამის შემდეგ, განაკვეთებს მომავალ წლამდე უცვლელად დატოვებდნენ. ამგვარ პროგნოზებს უწყება კვარტალში ერთხელ აკეთებს, ამიტომ ის ივნისამდე არ განახლდება.
ასე რომ, ეს შეიძლება, განაკვეთის ბოლო ზრდა იყოს წელს. თანაც, Fed-ის თავმჯდომარემ ჯერომ პაუელმა მიანიშნა, რომ ფედერალური რეზერვი განაკვეთების ზრდაში დიდი ხნის ნანატრ პაუზას უახლოვდება.
არც ისაა გამორიცხული, რომ განაკვეთების შემდგომი გაზრდა კიდევ გახდეს საჭირო. თუ ინფლაცია მუდმივად მაღალი დარჩება, ბევრად მაღალი, ვიდრე Fed-ის 2%-იანი სამიზნე მაჩვენებელია.