პარასკევი, მაისი 16, 2025

Business Research Group

შედეგი ვერ მოიძებნა
ყველას ნახვა
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • სიახლეები
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
    • სოფლის მეურნეობა
  • ბანკები და ფინანსები
  • საზოგადოება
    • Business Story
    • გამოკითხვები
    • კვლევები
  • უძრავი ქონება
    • იყიდება/ქირავდება
      • საცხოვრებელი
        • საცხოვრებელი პრემიუმი
      • კომერციული
        • კომერციული პრემიუმი
      • მიწის ნაკვეთი
        • მიწის ნაკვეთი პრემიუმი
  • დასაქმება
    • Sfero.ge-ის ვაკანსიები
EnglishGeorgian
Markets today by TradingView
34 °c
Tbilisi
  • სიახლეები
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
    • სოფლის მეურნეობა
  • ბანკები და ფინანსები
  • საზოგადოება
    • Business Story
    • გამოკითხვები
    • კვლევები
  • უძრავი ქონება
    • იყიდება/ქირავდება
      • საცხოვრებელი
        • საცხოვრებელი პრემიუმი
      • კომერციული
        • კომერციული პრემიუმი
      • მიწის ნაკვეთი
        • მიწის ნაკვეთი პრემიუმი
  • დასაქმება
    • Sfero.ge-ის ვაკანსიები
შედეგი ვერ მოიძებნა
ყველას ნახვა
შედეგი ვერ მოიძებნა
ყველას ნახვა
მთავარი ბანკები და ფინანსები

FED-მა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელი დატოვა, ტრამპის ზეწოლის მიუხედავად

ავტორი Nona
23:46, 7 მაისი, 2025
- ბანკები და ფინანსები, სიახლეები
ფედერალური რეზერვი, მონეტარული პოლიტიკა,

ჯერომ პაუელი, FED-ის ხელმძღვანელი. ფოტო: Reuters

გაზიარებაგაზიარება

აშშ-ის ფედერალური რეზერვმა (FED) რეფინანსირების საპროცენტო განაკვეთი კვლავ უცვლელი დატოვა, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ზეწოლის მიუხედავად, რომელიც განაკვეთის შემცირებას ითხოვდა.

ფედერალური რეზერვი განაკვეთს უცვლელად, 4.3%-ის ნიშნულზე ზედიზედ მესამედ ტოვებს, რადგან, მისივე შეფასებით, ტრამპის მიერ დაწესებული მაღალი საბაჟო ტარიფები ზრდის ინფლაციის რისკებს. „მომატებულია რისკი, რომ უმუშევრობა და ინფლაცია გაიზრდება. ეკონომიკური პერსპექტივების შესახებ გაურკვევლობა გაიზარდა“, წერია FED-ის განცხადებაში.

როგორც ცნობილია, ტრამპმა გასულ თვეში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან შემოტანილ საქონელზე იმპორტის გადასახადები გაზარდა, ჩინური იმპორტისთვის კი საბაჟო განაკვეთი მინიმუმ 145%-ს შეადგენს.

აშშ-ის ლოჯისტიკურმა კომპანიებმა და პორტებმა მას შემდეგ ვაჭრობის მკვეთრი შემცირების შესახებ განაცხადეს, განსაკუთრებით ჩინეთიდან. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ შეერთებულ შტატებში რეცესიის რისკი მნიშვნელოვნად გაიზარდა.

ტრამპი საპრეზიდენტო არჩევნების დროს ამერიკელებს საპროცენტო განაკვეთების შემცირებას დაჰპირდა, ამიტომ  ფედერალურ რეზერვს მოუწოდა, განაკვეთი „წინასწარ“ შეამცირებინა და მის ხელმძღვანელს ჯერომ პაუელს გათავისუფლებით დაემუქრა. პრეზიდენტმა პაუელს უწოდა „ხელმოცარული“ და „ბატონი, რომელიც უკვე დაგვიანებულია“, რომელმაც საპროცენტო განაკვეთების შემცირება გადადო.

პასუხად პაუელმა განაცხადა, რომ ფედერალური რეზერვი „ძალიან რთული გადაწყვეტილების“ წინაშე დგას, მაგრამ ის იხელმძღვანელებს მონაცემებით და არა პოლიტიკით.

აშშ-ის ეკონომიკა წლის პირველ კვარტალში  2022 წლის შემდეგ პირველად შემცირდა. ეს განპირობებული იყო იმით, რომ ბიზნესმა ქვეყანაში მეტი საქონლი შეიტანა, შესყიდვები ტარიფების გაზრდამდე რომ მოესწრო.

გასულ თვეში აშშ-ში დასაქმების მაჩვენებელი მოულოდნელად მაღალი დარჩა, შესაბამისად, უმუშევრობის დონე ისტორიულ მინიმუმთან, 4.2%-თან ახლოს იყო. აშშ-ის საფონდო ბირჟა დიდწილად აღდგა გასულ თვეში დაფიქსირებული მკვეთრი ვარდნის შემდეგ.

თეგები: აშშ ფედერალური რეზერვიდონალდ ტრამპიჯერომ პაუელი

დაკავშირებული სიახლეები

ამერიკის ხმა
საზოგადოება

ტრამპის ადმინისტრაცია „ამერიკის ხმის“ ვაშინგტონის სათავო ოფისს ყიდის

11:29, 16 მაისი, 2025
დონალდ ტრამპი
საზოგადოება

ტრამპი შესაძლოა თურქეთში უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებებს დაესწროს

12:31, 15 მაისი, 2025
ირაკლი კობახიძე,
საზოგადოება

ირაკლი კობახიძე დონალდ ტრამპს ღია წერილით მიმართავს

11:02, 13 მაისი, 2025
აშშ-ჩინეთი, სავაჭრო მოლაპარაკებები, ტარიფები
ეკონომიკა

აშშ-ჩინეთს შორის სატარიფო მოლაპარაკებები დასრულდა

22:48, 11 მაისი, 2025

ბოლო სიახლეები

ამერიკის ხმა

ტრამპის ადმინისტრაცია „ამერიკის ხმის“ ვაშინგტონის სათავო ოფისს ყიდის

4 წუთი-ის წინ
ბიზნესდაჯილდოება 2025, თიბისი

წარმატება გზაშია – მთავარია გჯეროდეს თიბისი ბიზნესდაჯილდოება 2025 იწყება

24 წუთი-ის წინ
ფულადი გზავნილები, ჩანაწერები კრედიტინფოში

აპრილში Western Union-ით გადმორიცხვები 48%-ით გაიზარდა

58 წუთი-ის წინ
სესხები, საკრედიტო ლიმიტი, მისო

დღეიდან მიკროსაფინანსოების მსესხებლებისთვის საკრედიტო ლიმიტი 200 000 ლარამდე გაიზარდა

1 საათის-ის წინ
ლარის კურსი

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

19 საათის-ის წინ

ჩვენ შესახებ

Business Research Group არის გუნდი, რომელიც აანალიზებს ბიზნესისთვის მნიშვნელოვან მოვლენებს და აუდიტორიას გადამოწმებულ და დაბალანსებულ ინფორმაციას უზიარებს

Loading

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
  • ბანკები და ფინანსები
  • საზოგადოება
  • უძრავი ქონება
  • დასაქმება

კონტაქტი

  • brgroup.ge@gmail.com
Facebook Linkedin Twitter Youtube Tiktok

მასალის გამოყენების წესები

ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალა brg.ge-ის ინტელექტუალური საკუთრებაა. სხვა მედიასაშუალების მიერ მისი გამოყენება ციტირების მიზნით შესაძლებელია შესაბამისი ბმულისა და წყაროს მითითებით. მასალის მთლიანად გამოყენების სურვილის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით: brgroup.ge@gmail.com

2025 All Rights Reserved

შედეგი ვერ მოიძებნა
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
    • სოფლის მეურნეობა
  • ბანკები და ფინანსები
  • საზოგადოება
    • Business Story
    • გამოკითხვები
    • კვლევები
  • უძრავი ქონება
    • იყიდება/ქირავდება
      • საცხოვრებელი
      • კომერციული
      • მიწის ნაკვეთი
  • დასაქმება
    • Sfero.ge-ის ვაკანსიები
  • ka
    • en
    • ka

Developed By Web Features 2024 All Rights Reserved