გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO) გაზარდა ხორბლის მსოფლიო წარმოების პროგნოზი 2024 წლის სეზონისთვის. ასევე გაზრდილია ბრინჯის მოსავლის პროგნოზი, რომელიც ორგანიზაციის ვარაუდით, რეკორდულ დონეს 537 მილიონ ტონას მიაღწევს.
FAO-ს პროგნოზით, ხორბლის მსოფლიო წარმოება 791,4 მილიონ ტონას მიაღწევს, რაც 2,3 მილიონი ტონით მეტია წინა პროგნოზთან შედარებით(ივლისის). უკეთესი მოლოდინი გამოწვეულია შეერთებულ შტატებში გაზრდილი მოსავლით. ამ აღმავლობამ ნაწილობრივ აანაზღაურა ევროკავშირში მოსავლის კლება, რაც ზედმეტად წვიმიანი ამინდებით იყო გამოწვეული და ცუდი მოსავალი რუსეთის ფედერაციაში, რაც ასევე ცუდ კლიმატურ პირობებს უკავშირდება.
ამავდროულად, შემცირდა სიმინდის გლობალური წარმოების პროგნოზი, რაც ძირითადად უკავშირდება ევროკავშირში, მექსიკასა და უკრაინაში ცხელ და მშრალ ამინდს. სიმინდის მსოფლიო წარმოება სავარაუდოდ 2 ტრილიონ 851 მილიონი ტონა იქნება, თითქმის იგივე, რაც 2023 წელს.
FAO-ს მონაცემებით, მარცვლეულის გლობალური მარაგი 2025 წლის სეზონის ბოლოს 1,2%-ით მოიმატებს.
მარცვლეულით მთლიანი საერთაშორისო ვაჭრობა მოსალოდნელია, რომ 3.3%-ით მაკლები იქნება, 2023/24 წელთან შედარებით, ძირითადი სახეობის მარცვლეულის დაბალი წარმოების გამო.