ევროკავშირში მოგზაურობის ახალი წესი, რომელიც 2023 წლის ნოემბერში უნდა ამოქმედებულიყო, 2024 წლამდე გადაიდო.
„ევროპაში უვიზო მიმოსვლით მოსარგებლე 59 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვის, სავალდებულო გახდება მგზავრობისთვის წინასწარი დასტურის (ავტორიზაციის) მიღება ,,ევროპაში მოგზაურობის შესახებ ინფორმაციისა და ავტორიზაციის სისტემიდან“ (ETIAS).
მგზავრობის დასტური ევროკავშირის მიერ შემოღებული ახალი მოთხოვნაა შენგენის 27 ქვეყანაში, ბულგარეთში, რუმინეთსა და კვიპროსში შესასვლელად.
გაითვალისწინეთ: ETIAS არ არის ვიზა! უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ძალაში რჩება საქართველოს მოქალაქეების მოკლევადიანი ვიზიტებისთვის ევროკავშირის/შენგენის ზონის ქვეყნებში.
უფრთხილდით თაღლითებს! ETIAS-ის ერთადერთი ოფიციალური ვებგვერდი არის: http://www.europa.eu/etias
ETIAS-ის სისტემა ჯერ არ ფუნქციონირებს. მისი ამოქმედების შემდეგ, განაცხადის ფორმა ხელმისაწვდომი იქნება ოფიციალურ ვებგვერდზე“, – წერს ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში.
დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://europa.eu/!FnfNwM
ETIAS-ის მიღება სავალდებულოა ყველასთვის, ვინც ადრე ევროპაში უვიზოდ მოგზაურობდა, განაცხადის გამგზავრებამდე, ელექტრონულად ივსება და საფასური 7 ევროა.
ნებართვა ძალაში 3 წლის განმავლობაში ან პასპორტის ვადის ამოწურვამდე იქნება.