EBRD-ის აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რეგიონის (აზერბაიჯანი, სომხეთი, ბელორუსია, საქართველო, მოლდოვა და უკრაინა) ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2023 წლისთვის შეამცირა. მიზეზი ბუნებრივი აირის ფასები და მაღალი ინფლაციაა.
ევრობანკი პროგნოზირებს, რომ ამ ქვეყნების მშპ 2023 წელს, შარშან სექტემბერში ნავარაუდევი 3%-ის ნაცვლად, 2.1%-ით გაიზრდება.
2022 წელს ეკონომიკის 17.6%-ით შემცირების შემდეგ EBRD რეგიონში 1.6%-იან ზრდას ელოდება.
ბანკის შეფასებით, გაზის მაღალი ფასები და მუდმივი ინფლაცია ისევ ახდენს გავლენას რეგიონის ეკონომიკურ პერსპექტივაზე. 2024 წელს ბანკი 3,2%-იან ზრდას პროგნოზირებს.
EBRD-ის პროგნოზით, ზრდის ტემპი ცენტრალური აზიის ქვეყნებში (ყაზახეთი, ყირგიზეთი, მონღოლეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი და უზბეკეთი) 2023 წელს 4.9% იქნება – ადრე ნავარაუდევზე 0.1% მეტი, ხოლო 2024 წლის ზრდის პროგნოზი კიდევ უფრო ოპტიმისტურია – 5.4%.
ცენტრალური ევროპისა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში (უნგრეთი, ლატვია, ლიტვა, პოლონეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, ხორვატია, ჩეხეთი და ესტონეთი) შარშანდელი 4%-იანი ზრდის შემდეგ, შეიძლება, მშპ შენელდეს 0.6%-ით, 2024 წლისთვის პროგნოზირებულია 2.7%-იანი ზრდა.