eBay 1000 შტატს ამცირებს, რაც სრულ განაკვეთზე დასაქმებული თანამშრომლების დაახლოებით 9%-ს შეადგენს.
კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯეიმი იანონემ შემცირების მიზეზად „პრობლემური მაკროეკონომიკური გარემო” დაასახელა.
„თანამშრომელთა რაოდენობამ და ხარჯებმა ჩვენი ბიზნესის ზრდას გადააჭარბა. ამ პრობლემის გადასაჭრელად ორგანიზაციული ხასიათის ცვლილებებს ვახორციელებთ. ერთიანდება გარკვეული გუნდები, რათა უკეთ დავაკმაყოფილოთ ჩვენი მომხმარებლების საჭიროებები“, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
eBay-ის გადაწყვეტილება არის თანამშრომლების შემცირების პირველი რაუნდი, რომელიც ტექნიკურ ინდუსტრიაში 2024 წლის დასაწყისში განხორციელდა.
მიმდინარე თვეში მოსალოდნელი შემცირების შესახებ თანამშრომლებს Google-ის ხელმძღვანელობამაც აცნობა. ისინი სამსახურიდან გათავისუფლებას მომდევნო თვეებში უნდა ელოდონ, რადგან ტექნოლოგიური გიგანტი ხელოვნური ინტელექტის დანერგვას აფართოებს.
სექტორისთვის 2023 წელიც რთული იყო.
Duolingo-მა გაათავისუფლა თავისი თანამშრომლების დაახლოებით 10%, ხელოვნურ ინტელექტის გამოყენების გამო.
Amazon-მა ასევე შეამცირა ასობით სამუშაო ადგილი, მათ შორის Twitch პლატფორმაზე.
layoffs.fyi-ის მონაცემებით, 2024 წელს 63 კომპანიაში 11 000 ტექნიკური თანამშრომელი დაითხოვეს.