ორშაბათი, ივნისი 16, 2025

Business Research Group

შედეგი ვერ მოიძებნა
ყველას ნახვა
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • სიახლეები
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
    • სოფლის მეურნეობა
  • ბანკები და ფინანსები
  • საზოგადოება
    • Business Story
    • გამოკითხვები
    • კვლევები
  • უძრავი ქონება
    • იყიდება/ქირავდება
      • საცხოვრებელი
        • საცხოვრებელი პრემიუმი
      • კომერციული
        • კომერციული პრემიუმი
      • მიწის ნაკვეთი
        • მიწის ნაკვეთი პრემიუმი
  • დასაქმება
    • Sfero.ge-ის ვაკანსიები
EnglishGeorgian
Markets today by TradingView
34 °c
Tbilisi
  • სიახლეები
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
    • სოფლის მეურნეობა
  • ბანკები და ფინანსები
  • საზოგადოება
    • Business Story
    • გამოკითხვები
    • კვლევები
  • უძრავი ქონება
    • იყიდება/ქირავდება
      • საცხოვრებელი
        • საცხოვრებელი პრემიუმი
      • კომერციული
        • კომერციული პრემიუმი
      • მიწის ნაკვეთი
        • მიწის ნაკვეთი პრემიუმი
  • დასაქმება
    • Sfero.ge-ის ვაკანსიები
შედეგი ვერ მოიძებნა
ყველას ნახვა
შედეგი ვერ მოიძებნა
ყველას ნახვა
მთავარი ეკონომიკა

€171 მილიარდის შემოსავალი – რას ყიდის რუსეთი ევროკავშირში

ავტორი Nona
11:08, 30 მარტი, 2023
- ეკონომიკა, სიახლეები
€171 მილიარდის შემოსავალი – რას ყიდის რუსეთი ევროკავშირში

https://www.republicworld.com

გაზიარებაგაზიარება

უკრაინაში შეჭრის შემდეგ მოსკოვის წინააღმდეგ ევროკავშირს სანქციების ათი პაკეტი აქვს ამოქმედებული. სანქციების მიზანი მოსკოვისთვის შემოსავლების შემცირება და სამხედრო ტექნოლოგიებზე წვდომის შეზღუდვაა, რათა მან ომის გაგრძელება ვეღარ შეძლოს. ამის მიუხედავად, ევროკავშირის ქვეყნებსა და რუსეთს შორის ვაჭრობა ჯერ კიდევ გრძელდება. გაერთიანებაში შემავალ ქვეყანებს არ სურთ, მძიმე ეკონომიკური დარტყმის მიღება, რასაც მათ რუსეთთან ვაჭრობის შეწყვეტა მოუტანს.

ახალი სანქციების შემოღების ნაცვლად, ევროკავშირი ახლა ცდილობს გამოავლინოს ის ქვეყნები, საიდანაც სანქციების გვერდის ავლით საქონელი რუსეთში ხვდება. ევროპის ოფიციალურმა პირებმა ასეთ პოტენციურ მარშრუტებად არაბეთის გაერთიანებული საემიროები, თურქეთი, სომხეთი, საქართველო, ყაზახეთი და ყირგიზეთი დაასახელეს.

რომელ სფეროებში აგრძელებს ევროკავშირი რუსეთთან ბიზნესურთიერთობას? 

ვაჭრობა 

ევროკომისიის მონაცემებით, 2021 წელს რუსეთი ევროკავშირისთვის სიდიდით მეხუთე, უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი იყო, €258 მილიარდის ღირებულების საქონლის ვაჭრობით. ძირითადი საიმპორტო საქონელი იყო საწვავი, ხის მასალა, რკინა, ფოლადი და სასუქები.

ომის დაწყების შემდეგ, ევროკავშირში რუსეთიდან იმპორტის ღირებულება განახევრდა და შარშან დაახლოებით €10 მილიარდი შეადგინა.

ევროსტატის მონაცემებით, 2022 წლის მარტიდან 2023 წლის იანვრის ბოლომდე, ევროკავშირმა რუსეთიდან €171 მილიარდის საქონელი შეიტანა.

გასულ წელს ევროკავშირმა სანქციები დაუწესა რუსული ქვანახშირისა და ნავთობის იმპორტს. სანქციები ბუნებრივ აირზე არ ვრცელდება, მაგრამ მოსკოვმა მისი ევროპაში მიწოდება შეაჩერა. 2022 წლის განმავლობაში, ბოლო წლებთან შედარებით, ევროკავშირმა მიიღო დაახლოებით 40%-ით ნაკლები რუსული გაზი.

2022 წელს LNG-ის (გათხევადებული ბუნებრივი აირი) მიწოდება რუსეთიდან ევროპაში 22 მილიარდ კუბ. მეტრამდე გაიზარდა.

ბირთვული იმპორტი ევროპაში 

სანქციები არ შეხებია რუსეთის ატომურ ინდუსტრიას. ამ სფეროსთვის შეზღუდვების დაწესებას უნგრეთი და ბულგარეთი ეწინააღმდეგებიან.

ევროსტატის მონაცემებით, 2022 წელს ევროკავშირში რუსული ბირთვული ინდუსტრიის პროდუქტების იმპორტმა თითქმის €750 მილიონს მიაღწია. ევროკავშირის ბირთვული სააგენტოს მონაცემებით, 2021 წელს ევროკავშირს ურანის მეხუთედი რუსეთმა მიაწოდა.

საფრანგეთის ენერგეტიკის სამინისტრომ უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ  ომის შემდეგ მკვეთრად გაიზარდა გამდიდრებული ურანის იმპორტი რუსეთიდან. თუმცა, პარიზმა განაცხადა, რომ რუსეთთან კონტრაქტების შეჩერება უფრო ძვირი დაუჯდება, ვიდრე მათი გაგრძელება.

რუსული ბრილიანტები

ევროსტატის თანახმად, ევროკავშირის ქვეყნებმა შარშან €1,4 მილიარდის ღირებულების რუსული ბრილიანტები შეისყიდეს. მათ არც ძვირფასი ქვების იმპორტი აკრძალეს და არც ამ სფეროში მომუშავე რუსული სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი კომპანიისთვის დაუწესებიათ სანქციები.

სასუქები და ნედლეული

სასუქები, მათ შორის შარდოვანა, რუსეთიდან ევროპისკენ თავისუფლად გაედინება. ევროსტატის მონაცემებით, ევროკავშირში რუსული სასუქების იმპორტმა შარშან €2,6 მილიარდს მიაღწია, რაც 40%-ით მეტი იყო 2021 წლის მაჩვენებელზე, რადგან შემცირებული იმპორტი ფასების ზრდამ გადაფარა.

ნედლეულს შორის, რომელსაც სანქციები არ შეხებია, არის ნიკელი. ევროსტატის მონაცემებით, ევროკავშირმა 2021 წელს €2,1 მილიარდის ღირებულების ნიკელის იმპორტი განახორციელა, გასულ წელს მისი ღირებულება €3,2 მილიარდამდე გაიზარდა.

ევროკავშირის შავ სიაში ისევ არ არის დიდი რუსული კომპანიები, როგორებიცაა Alrosa, Rosatom, Gazprom და Lukoil.

თეგები: AlrosaGazpromLukoil.Rosatomევროკავშირი-რუსეთის ვაჭრობაევროკავშირის ბირთვული სააგენტოევროკომისიაევროსტატი

დაკავშირებული სიახლეები

რუსული აგროპროდუქტები, რუსული სასუქი, საბაჟო ტარიფები, ევროკომისია
ეკონომიკა

ევროკომისია რუსეთიდან და ბელორუსიიდან იმპორტირებულ აგროპროდუქტებსა და სასუქებზე ტარიფებს ზრდის

15:38, 12 ივნისი, 2025
რუსული ნავთობი, ზღვრული ფასი
ეკონომიკა

აშშ მხარს არ უჭერს რუსულ ნავთობზე ზღვრული ფასის $50-მდე დაწევაზე

11:25, 23 მაისი, 2025
შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი
ეკონომიკა

საქართველო და აზერბაიჯანი შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის მშენებლობაში დახმარებას ევროკავშირს სთხოვენ

16:44, 13 მარტი, 2025
ინფლაცია, ევროზონის ინფლაცია
ეკონომიკა

ევროზონაში ინფლაცია 2,4%-მდე გაიზარდა

21:52, 17 იანვარი, 2025

ბოლო სიახლეები

ბიზნეს სექტორი, საშუალო ხელფასი,

I კვარტალში ბიზნეს სექტორში საშუალო ხელფასის კლება დაფიქსირდა: საქსტატი

10 წუთი-ის წინ
JPMorgan

Forbes Global 2000-ის ლიდერი JPMorgan-ია – მსოფლიოს უდიდესი კომპანიების რეიტინგი 

45 წუთი-ის წინ
პრემია ელისო

პრემია „ელისოს“ 2025 წლის გამარჯვებული კინემატოგრაფები გურჯაანში გამოვლინდნენ

22 საათის-ის წინ
დონალ ტრამპი

კრიპტოვალუტა, გოლფის კლუბები, ჰონორარები – ტრამპმა $1,6 მილიარდის აქტივი დაადეკლარირა

2 დღის-ის წინ
თიბისი, ბიზნესდაჯილდოება

თიბისის ბიზნესდაჯილდოება 2025-ზე რეგისტრაციის დასრულებამდე 1 დღე რჩება

2 დღის-ის წინ

ჩვენ შესახებ

Business Research Group არის გუნდი, რომელიც აანალიზებს ბიზნესისთვის მნიშვნელოვან მოვლენებს და აუდიტორიას გადამოწმებულ და დაბალანსებულ ინფორმაციას უზიარებს

Loading

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
  • ბანკები და ფინანსები
  • საზოგადოება
  • უძრავი ქონება
  • დასაქმება

კონტაქტი

  • brgroup.ge@gmail.com
Facebook Linkedin X-twitter Youtube Tiktok

მასალის გამოყენების წესები

ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალა brg.ge-ის ინტელექტუალური საკუთრებაა. სხვა მედიასაშუალების მიერ მისი გამოყენება ციტირების მიზნით შესაძლებელია შესაბამისი ბმულისა და წყაროს მითითებით. მასალის მთლიანად გამოყენების სურვილის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით: brgroup.ge@gmail.com

Developed By Web Features 2025 All Rights Reserved

შედეგი ვერ მოიძებნა
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
    • სოფლის მეურნეობა
  • ბანკები და ფინანსები
  • საზოგადოება
    • Business Story
    • გამოკითხვები
    • კვლევები
  • უძრავი ქონება
    • იყიდება/ქირავდება
      • საცხოვრებელი
      • კომერციული
      • მიწის ნაკვეთი
  • დასაქმება
    • Sfero.ge-ის ვაკანსიები
  • ka
    • en
    • ka

Developed By Web Features 2025 All Rights Reserved