Dr. Martens-ის 2025 წლის პროგნოზის მიხედვით, კომპანიას შემოსავალი შეუმცირდება.
მენეჯმენტი ვარაუდობს, რომ კლების პროცენტული მაჩვენებელი ორნიშნა იქნება. გაყიდვების შემცირებას უმეტესად შეერთებულ შტატებში ელოდებიან.
გარდა ამისა, ბრიტანული ფეხსაცმლის მწარმოებელი ელის ხარჯების ზრდას. ბიზნესი დამატებითი ფინანსური რესურსის გამოყოფას გეგმავს, პერსონალის შენარჩუნებისთვის და მათთვის ხელფასების გაზრდისთვის.
ხარჯების კომპენსირების მიზნით, ბიზნესი მომავალ წელს პროდუქციის გაძვირებას აანონსებს.
ლონდონის ბირჟაზე Dr. Martens-ის აქციების ღირებულება კვირის დასაწყისში 28%-ით შემცირდა. ხოლო ერთ წელიწადში აქციების ღირებულება რეკორდულად, 58%-ით არის შემცირებული.
რამდენიმე დღის წინ კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი კენი უილსონი თანამდებობიდან გადადგა და მისი ადგილი ბრენდის მთავარმა ოფიცერმა იჯე ნვოკორმა დაიკავა.
კომპანიამ წინა კვირას უჩივლა ონლაინ გაყიდვების საიტს Temu-ს და ის Google-ის საძიებო სისტემაში მანიპულაციის გამო დაადანაშაულა.
Dr. Martens-ის ბრალდებით, ონლაინ გამყიდველი ახერხებდა, რომ მისი ფეხსაცმლის მსგავსი სხვა ბრენდების პროდუქცია საიტზე უფრო ზემოთ გამოჩენილიყო.