აშშ-ის საფონდო ინდექსები გაიზარდა, Dow Jones ყველა დროის მაქსიმუმზეა. ის 0,79%-ით გაიზარდა და 43077,47 პუნქტი შეადგინა.
მაჩვენებლის ზრდაში ყველაზე დიდი წილი ჰქონდა Cisco Systems Inc.-ის აქციებს, რომლებიც 4,2%-ით გაძვირდა.
Standard & Poor’s 500-ის ღირებულება 0,47%-ით გაიზარდა და 5842,47 პუნქტი შეადგინა.
Nasdaq Composite-მა დაამატა 0.28%-ით 18367.08-მდე საფონდო ინდექსებზე იმოქმედა ფედერალური რეზერვის წარმომადგენლების განცხადებებმა და მსხვილი კომპანიების კვარტალურმა ანგარიშებმა.
ექსპერტები ვარაუდობენ, რომ აშშ-ის ფედერალური რეზერვი წელს მონეტარულ პოლიტიკას კიდევ შეარბილებს, რაც დადებითად აისახება საინვესტიციო ბანკებზე და საფონდო ბაზარზე.
Morgan Stanley-ის აქციები 6.5%-ით გაიზარდა მას შემდეგ, რაც აშშ-ს ერთ-ერთმა უმსხვილესმა ბანკმა მოსალოდნელზე მაღალი შემოსავალი აჩვენა 2024 წლის მესამე კვარტალში.
ასევე გაიზარდა American Airlines-ის შემოსავალი წინა კვარტალში. მისი აქციების ფასი კი 12,4%-ით გაიზარდა.
Delta Air Lines-ის საბაზრო ღირებულება 6,9%-ით გაიზარდა.
ერთ-ერთი უმსხვილესი ამერიკული სატვირთო კომპანიის Hunt Transport Services-ის საფონდო კოტირებები გაიზარდა 3.2%.