DP Eurasia N.V.-მ, რომელიც Domino’s Pizza-ს ბრენდს რუსეთში მართავს, განაცხადა, რომ თავისი რუსული ბიზნესის გაყიდვა ვეღარ შეძლო და მისი გაკოტრების პროცესი დაიწყო.
ჰოლდინგი განმარტავს, რომ იძულებულია გადადგას ეს ნაბიჯი რთული გარემოს გამო, სადაც ვითარება თანდათან უარესდება.
DP Eurasia-მ 2022 წლის მარტში უარი თქვა რუსეთში ინვესტიციების განხორციელებაზე, თუმცა, მისი 188 პიცერია განაგრძობდა მუშაობას.
დეკემბერში კომპანიამ განაცხადა, რომ სანქციების გავლენის გამო რუსული ბიზნესის გაყიდვას აპირებდა.
პირველი Domino’s Pizza რესტორანი მოსკოვში 1998 წელს გაიხსნა.
ის ბოლო დროს ძირითადად ონლაინ შეკვეთებზე მუშაობდა.