გლობალური გიგანტები თანამშრომლებს მასობრივად ამცირებენ: Walt Disney Co. მომავალ კვირას ათასობით სამუშაო ადგილის შემცირების გეგმავს.
Bloomberg საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ შემცირებები შეეხება ტელევიზიის განყოფილებას, კინობიზნესს და გასართობ პარკებს ყველა რეგიონში.
კომპანიის მენეჯმენტმა თებერვალში გამოაცხადა, რომ დაახლოებით 7 ათასი ადამიანის შემცირებას გეგმავს, რაც წლიურად $5,5 მილიარდის დაზოგვის საშუალებას მისცემს.