ფრანგულმა Danone-მა რუსეთიდან თავისი საერთაშორისო ბრენდების გაწვევის შესახებ განაცხადა. რუსეთის ბაზარს დატოვებს Activia, Alpro, Actimel და Danone.
თებერვლის დასაწყისში რუსულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ Danone-მა პოტენციურ ინვესტორებს რუსეთში მისი აქტივების 75%-ის გამოსყიდვა შესთავაზა. აღნიშნული გარიგება მოიცავს მხოლოდ რუსული Danone-ის ბრენდებს, მათ შორისაა Prostokvashino, Rostyshka და Tema.
კომპანიამ განაცხადა, რომ აქტივების შეძენის 20-მდე მსურველი ჰყავდა, მათ შორის იყვნენ უმსხვილესი რუსული სასოფლო-სამეურნეო ჰოლდინგები, ასევე არაბი და ჩინელი ინვესტორები.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, Danone-მა შეწყვიტა Evian-ს მინერალური წყლისა და Alpro-ს მცენარეული პროდუქტების რუსეთში შეტანა. კომპანიამ განაცხადა, რომ რუსეთში ინვესტიციებს გააჩერებდა, მაგრამ გააგრძელებდა რძის პროდუქტების, საბავშვო და სამედიცინო საკვების წარმოებასა და დისტრიბუციას. ამჯერად კი რუსეთს საერთაშორისო ბრენდებიც ტოვებენ.
Danone Group უმსხვილესი რძის პროდუქტების კომპანიაა რუსეთში. კომპანიის ინვესტიციები რუსულ ბიზნესში $2,5 მილიარდად არის შეფასებული, იგი ფლობს 10-ზე მეტ ქარხანას რუსეთის ფედერაციაში. კომპანიამ ოკუპირებულ ხერსონში ერთ ქარხანაზე კონტროლი 2022 წელს დაკარგა.