დღეს, რუსეთის საფონდო ბირჟა მინუსშია. საფონდო ინდექსების ვარდნა Crocus City Hall-ში მომხდარი ტერაქტის შედეგია.
მოსკოვის ბირჟის ინდექსი 0,6%-ით დაეცა, 3253,14 პუნქტამდე, RTS-ის ინდექსი 0,7%-ით, 1105,59 პუნქტამდე.
ALROSA 1,5%-ით გაიაფდა, Nornickel (-1,4%), Yandex (1.1%), Severstal (-1%), Inter Rao (-0,6%), Gazprom (-0,3%), LUKOIL (-0,2%), VTB Bank (-0,2%).
სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ რუსეთის საფონდო ბაზარზე მომავალში უარყოფითი ტენდენცია მზარდი გეოპოლიტიკური რისკების ფონზე მოიმატებს.
საფონდო ბირჟაზე ზედიზედ მეორე კვირაა კლება ფიქსირდება, განსაკუთრებით ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების თავდასხმის შემდეგ.
თუმცა, რუსეთის საფონდო ბაზარს მხარს უჭერს ნავთობის ბოლოდროინდელი გაძვირება.