UBS Group, შვეიცარიის უდიდესი ბანკი, Credit Suisse-ში $3,23 მილიარდს გადაიხდის. ამ გარიგებით UBS მისი მთავარი კონკურენტის აქტივების მფლობელი და მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი საბანკო ჯგუფი გახდება.
შეთანხმება შვეიცარიის მთავრობისა და ცენტრალური ბანკის შუამავლობით შედგა. მათ ამ გზას მიმართეს, რათა მოსალოდნელი საბანკო კრიზისი აეცილებინათ თავიდან.
Credit Suisse-ის აქციონერები ყოველ 22,48 აქციაში UBS-ის ერთ აქციას მიიღებენ. შვეიცარიის მთავრობა $108 მილიარდის სესხს მისცემს UBS-ს Credit Suisse-ის ლიკვიდობის გასაზრდელად.
UBS-ის შეფასებით, ამ გაერთიანებით ის შეძლებს წლიური ხარჯების დაახლოებით $8 მილიარდით შემცირებას.
UBS-ის აქციები ბოლო ორი წლის განმავლობაში 15%-ით გაიზარდა და 2022 წელს $7,6 მილიარდის მოგება ჰქონდა. მისი ღირებულება გარიგებამდე დაახლოებით $65 მილიარდს შეადგენდა.
Credit Suisse-ის აქციებმა იმავე პერიოდში ღირებულების 84% დაკარგა, გასულ წელს კი $7,9 მილიარდი იზარალა. გაყიდვამდე მისი მთლიანი აქტივი $8 მილიარდი ღირდა.