Credit Suisse-ის ასობით მცირე აქციონერმა სასამართლოს მიმართა. ისინი კომპენსაციის გადახდას ითხოვენ იმ ზარალის გამო, რაც მათ UBS-თან ბანკის შერწყმის შედეგად მიადგათ.
სარჩელზე ხელი თითქმის 1000-მა აქციონერმა მოაწერა.
შვეიცარიულმა საბანკო გიგანტმა UBS-მა ფინანსურ კრიზისში ჩავარდნილი Credit Suisse ივნისში შეიძინა.
Credit Suisse-ის სააქციო კაპიტალი დაახლოებით სამ მილიარდ შვეიცარიულ ფრანკად ($3,2 მილიარდი) შეფასდა. როგორც აღმოჩნდა, გარიგების ფასმა აქციონერები იმედგაცრუებული დატოვა.
ეს ფასი შესყიდვამდე ცოტა ხნით ადრე დასახელებულ შვიდ მილიარდ ფრანკზე გაცილებით დაბალი იყო.
ივლისში ბანკის შესყიდვის საქმეზე გამოძიება შვეიცარიის პარლამენტშიც დაიწყო.
მარტის შუა რიცხვებში Credit Suisse-ის აქციების ფასი დაახლოებით 30%-ით დაეცა, რამაც ლიკვიდურობის დეფიციტის საშიშროება შექმნა.
ცნობისთვის, მაისის ბოლოს, ევროკომისიამ დაამტკიცა UBS-ის მიერ მისი საბანკო კონკურენტის – Credit Suisse-ის მიერთება და დაადგინა, რომ შერწყმა კონკურენციის პირობებს არ ეწინააღმდეგებოდა.