საბურავების ცნობილმა მწარმოებელმა რუსეთის ბაზარი დატოვა.
გერმანულმა საბურავების მწარმოებელმა Continental-მა რუსეთში აქტივების გაყიდვა დაასრულა. მან რუსული ბიზნესი S8 Capital Holding-ს დაახლოებით $87 მილიონად მიჰყიდა.
ბიზნესი მოიცავს საბურავების ქარხანას კალუგაში, დისტრიბუტორ კომპანიას Continental Tires Rus-ს და Continental Kaluga-ს.
კომპანიის ახალი რუსი მფლობელი ამბობს, რომ უახლოეს მომავალში ყველა აქტივის რებრენდინგს განახორციელებს.
„უახლოეს მომავალში, აქტივები გაივლიან რებრენდინგის (სახელის გადარქმევის) პროცედურას, ხოლო წარმოების ხარისხი საბურავების ინდუსტრიაში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი იქნება“, – ნათქვამია რუსული S8 Capital-ის განცხადებაში.