ამერიკული Coca-Cola Co-ს სტრატეგიული პარტნიორი, ევროპული Coca-Cola HBC Brown-Forman Finland-ს ყიდულობს, რომელიც არყის ბრენდის – Finlandia-ს მფლობელია.
Coca-Cola HBC ამ შენაძენში, რასაც წარმატებულ ინვესტიციას უწოდებს, $220 მილიონს გადაიხდის.
Finlandia-ს ბრენდის მფლობელმა გასულ წელს რუსეთის ბაზრიდან გასვლის გამო $52 მილიონის ზარალი განიცადა.
გარიგება Brown-Forman-ის შვილობილ კომპანიასთან, სავარაუდოდ, წლის მეორე ნახევარში დასრულდება, – ნათქვამია Coca-Cola HBC-ის განცხადებაში.