Coca-Cola-ს წმინდა მოგება პირველ კვარტალში გაიზარდა 12%-ით, ხოლო შემოსავალმა 5%-ით მოიმატა.
კომპანიის შემოსავლების ზრდა პროდუქციაზე ფასების მატებამ და სასმელებზე გაზრდილმა მოთხოვნამ განაპირობა. პროდუქტის გასაყიდი ფასი, ინფლაციის გავლენით, საშუალოდ 11%-ით გაიზარდა.
ამერიკული Coca-Cola Co-ს მოგებამ იანვარ-მარტის პერიოდში $3,11 მილიარდი შეადგინა, ანუ ერთ აქციაზე $0,72-ით მოიმატა. კომპანიის შემოსავალი წინა წლის პირველ კვარტალში $2,78 მილიარდი იყო.
2023 წლის პირველ კვარტალში კომპანიამ $11 მილიარდის შემოსავალი მიიღო. წინა წელს ეს მაჩვენებელი $10,5 მილიარდს შეადგენდა.
Coca-Cola-ს შემოსავალი ჩრდილოეთ ამერიკაში გაიზარდა 9%-ით, ევროპაში, ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში – 10%-ით, ლათინურ ამერიკაში – 14%-ით, ხოლო აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში 3%-ით შემცირდა.
გაზიანი გამაგრილებელი სასმელების გაყიდვები გაიზარდა 3%-ით, წვენების, რძის და მცენარეული სასმელების გაყიდვები – 4%-ით.
ორშაბათს საფონდო ბირჟაზე Coca-Cola-ს აქციების ფასი 1.3%-ით გაიზარდა.