Coca-Cola რუსეთში სასაქონლო ნიშნებს ხელახლა არეგისტრირებს. ამის შესახებ რუსული მედია წერს.
ამერიკულმა The Coca-Cola Co.-მა, რომელმაც რუსეთის ბაზარი 2022 წელს უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ დატოვა, აპრილში სამი განაცხადი შეიტანა ინტელექტუალური საკუთრების ფედერალურ სამსახურში, როსპატენტში.
კომპანიას სავაჭრო ნიშნების Coca-Cola, Sprite და Fanta-ის დარეგისტრირება სურს.
2022 წლის ივლისის ბოლოს, Coca-Cola-ს რუსულმა წარმომადგენლობამ სახელი შეიცვალა და მიიღო დასახელება Multon Partners LLC. ამის შემდეგ მან დაიწყო Coca-Cola-ს ანალოგის – Good Cola-ს წარმოება. კომპანია ამბობს, რომ ეს სასმელი გემოთი განსხვავდება ორიგინალური Coca-Cola-გან, რადგან სხვა რეცეპტით მზადდება.
კომპანიის ინფორმაციით, Good Cola-ს ბრენდმა გაზარდა თავისი წილი 2.8%-დან 25%-მდე 2022 წლიდან 2023 წლამდე და გახდა ლიდერი ამ სეგმენტში, Ntech-ის მიხედვით.
აკრძალვის მიუხედავად, ორიგინალი Coca-Cola რუსეთის ბაზარზე მაინც ხვდება. მისი წილი 20%-დან 4,8%-მდე შემცირდა, Fanta-ს 3,1%-დან 0,2%-მდე, სპრაიტის 1,7%-დან 0%-მდე.