Coach-ის მფლობელი კომპანია Tapestry $8,5 მილიარდად Michael Kors-ის მფლობელ Capri Holdings-ს ყიდულობს.
როგორც კომპანიებმა თქვეს, უკვე მიიღეს მარეგულირებლის ნებართვა ევროკავშირსა და იაპონიაში და ახლა თანხმობას აშშ-ში ელოდებიან.
ამ გარიგების შედეგად ერთ ჭერქვეშ მოექცევიან ლუქს ბრენდები, როგორიცაა Tapestry-ის Kate Spade, Stuart Weitzman და Capri-ის Jimmy Choo და Versace.
კომპანიების თქმით, შეთანხმება 2024 კალენდარულ წელს დასრულდება.
Tapestry-ის ხელმძღვანელობის იმედოვნებს, რომ გარიგება გაზრდის მის მოგებას. ასევე ორი კომპანიის შერწყმა მას დაეხმარება უკეთ გაუწიოს კონკურენცია პარიზულ LVMH-ს და გაძლიერდეს ევროპის ბაზარზე. კომპანია ამბობს, რომ მისი ბრენდების ძვირადღირებულ ჩანთებსა და აქსესუარებზე მოთხოვნა შეერთებულ შტატებში შემცირებული რჩება.