Coach-ის, Kate Spade-ისა და Stuart Weitzman-ის მფლობელი ამერიკული კომპანია Tapestry ყიდულობს Capri Holdings-ს, რომელიც მოდის სახლების –Michael Kors-ის, Jimmy Choo-სა და Versace-ს მფლობელია.
გარიგების ფასი, რომლის შედეგადაც ექვსი გლობალური ბრენდის გაერთიანება მოხდება, $8,5 მილიარდს შეადგენს.
Tapestry-ისა და Capri-ის გაყიდვებმა ერთობლივად გასულ ფისკალურ წელს $12 მილიარდს გადააჭარბა.
ვარაუდობენ, რომ ორი კომპანიის შერწყმა მომდევნო სამი წლის განმავლობაში, ტრანზაქციების ხარჯების შემცირებისა და მიწოდების ჯაჭვის გაუმჯობესების სახით, $200 მილიონზე მეტ თანხას დაზოგავს.