ოთხშაბათი, მაისი 21, 2025

Business Research Group

შედეგი ვერ მოიძებნა
ყველას ნახვა
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • სიახლეები
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
    • სოფლის მეურნეობა
  • ბანკები და ფინანსები
  • საზოგადოება
    • Business Story
    • გამოკითხვები
    • კვლევები
  • უძრავი ქონება
    • იყიდება/ქირავდება
      • საცხოვრებელი
        • საცხოვრებელი პრემიუმი
      • კომერციული
        • კომერციული პრემიუმი
      • მიწის ნაკვეთი
        • მიწის ნაკვეთი პრემიუმი
  • დასაქმება
    • Sfero.ge-ის ვაკანსიები
EnglishGeorgian
Markets today by TradingView
34 °c
Tbilisi
  • სიახლეები
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
    • სოფლის მეურნეობა
  • ბანკები და ფინანსები
  • საზოგადოება
    • Business Story
    • გამოკითხვები
    • კვლევები
  • უძრავი ქონება
    • იყიდება/ქირავდება
      • საცხოვრებელი
        • საცხოვრებელი პრემიუმი
      • კომერციული
        • კომერციული პრემიუმი
      • მიწის ნაკვეთი
        • მიწის ნაკვეთი პრემიუმი
  • დასაქმება
    • Sfero.ge-ის ვაკანსიები
შედეგი ვერ მოიძებნა
ყველას ნახვა
შედეგი ვერ მოიძებნა
ყველას ნახვა
მთავარი საზოგადოება

CNN: აშშ-ის სამხედრო დახმარება უკრაინისთვის იკლებს პენტაგონის მარაგების შემცირების გამო

ავტორი Nona
22:09, 17 სექტემბერი, 2024
- საზოგადოება, სიახლეები
უკრაინა, სამხედრო დახმარება, აშშ, პენტაგონი

EPA/UPG

გაზიარებაგაზიარება

CNN ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ბოლო თვეებში შეერთებულმა შტატებმა შეამცირა უკრაინისთვის სამხედრო დახმარება, რაც საკუთარი რეზერვების სიმცირემ განაპირობა.

აპრილში პენტაგონმა კიევისთვის $1 მილიარდის სამხედრო დახმარების პაკეტი გამოყო. მას შემდეგ არცერთი პაკეტი $400 მილიონზე მეტი არ ყოფილა. ზოგი კი კიდევ უფრო მცირე იყო – $125 მილიონი და $250 მილიონი. როგორც CNN აღნიშნავს, 2022 და 2023 წლებში პენტაგონი რეგულარულად აძლევდა უკრაინას 600-დან 800 მილიონ დოლარამდე სამხედრო დახმარების პაკეტებს. ყველაზე დიდი დახმარება კი, რომელიც 2023 წლის იანვარში გამოიყო, $2,85 მილიარდს შეადგენდა.

ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას $6 მილიარდი აქვს გათვალისწინებული უკრაინის შეიარაღებისთვის, მაგრამ ორწლიანი ომის შემდეგ, პენტაგონს საკმარისი მარაგი არ აქვს, ამბობენ ამერიკელი ოფიციალური პირები.

CNN-ის კიდევ ერთმა წყარომ აღნიშნა, რომ ვაშინგტონი ცდილობს კიევში ერთდროულად ბევრი იარაღი არ გაგზავნოს.

ტელეკომპანიის მიერ გავრცელებული მონაცემების მიხედვით, უკრაინის ომამდე აშშ ყოველთვიურად დაახლოებით 15 ათას 155 მმ-იან საარტილერიო ჭურვს აწარმოებდა. ახალი ქარხნებისა და საწარმოო ხაზების გახსნის შემდეგ ეს მაჩვენებელი ახლა თვეში 40 ათას ჭურვამდე არის გაზრდილი.

პენტაგონი გეგმავს წარმოების 100 ათასამდე გაზრდას, მაგრამ ამას დასჭირდება ბევრად მეტი დრო, ახალი სიმძლავრეები, ქარხნის გაფართოება და კონგრესის თანხმობა თანხის გამოყოფაზე. ბოლოს შეერთებულმა შტატებმა უკრაინას სამხედრო დახმარების პაკეტი 2024 წლის 6 სექტემბერს გამოუყო. პენტაგონმა კიევს $250 მილიონის ღირებულების რაკეტები, საბრძოლო მასალა, ჭურვები და სხვა იარაღი გადასცა.

აშშ-ის პრეზიდენტის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა მოგვიანებით განაცხადა, რომ ვაშინგტონი უკრაინისთვის დახმარების პაკეტზე მუშაობს, რომლის გამოცხადებას უკვე ამ თვეში აპირებს.

თეგები: აშშ-ის დახმარებაპენტაგონიუკრაინის ომი

დაკავშირებული სიახლეები

ომი უკრაინაში
საზოგადოება

 რუსეთი ახალი შეტევისთვის ემზადება და მის შენიღბვას მოლაპარაკებებით ცდილობს: FT

12:55, 14 მაისი, 2025
ტრამპი, პუტინი
საზოგადოება

მოსკოვმა უარი უთხრა ტრამპს უკრაინაში ომის შეწყვეტაზე

21:53, 1 აპრილი, 2025
რა შედეგით დასრულდა აშშ-რუსეთის მოლაპარაკები ერ-რიადში- რა არის ცნობილი
საზოგადოება

რა შედეგით დასრულდა აშშ-რუსეთის მოლაპარაკები ერ-რიადში- რა არის ცნობილი

11:04, 25 მარტი, 2025
ომის დანაშაულებების გამოძიება, პუტინი, უკრაინის ომი
საზოგადოება

ტრამპის ადმინისტრაციამ პუტინის ომის დანაშაულების გამოძიება შეაჩერა: NYT

11:36, 17 მარტი, 2025

ბოლო სიახლეები

ქართული თეთრი

სამი ძირითადი ფაქტორი ლარის სასარგებლოდ- თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

36 წუთი-ის წინ
რიყის დოქები, სასტუმრო, დემონტაჟი

სასტუმრო “რიყის დოქების” ნაცვლად – მთავრობა ინვესტორს ობიექტის დემონტაჟის ნებართვას აძლევს

12 საათის-ის წინ
ელექტროენერგია, ელექტროენერგიის მოხმარება, აფხაზეთი

აპრილში აფხაზეთის მიერ ელექტროენერგიის მოხმარება 24,5%-ით გაიზარდა: TBC Capital

18 საათის-ის წინ
ლარის კურსი

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

18 საათის-ის წინ
ნავთობი

საუდის არაბეთი სიიაფის გამო ნავთობს დაწვავს

20 საათის-ის წინ

ჩვენ შესახებ

Business Research Group არის გუნდი, რომელიც აანალიზებს ბიზნესისთვის მნიშვნელოვან მოვლენებს და აუდიტორიას გადამოწმებულ და დაბალანსებულ ინფორმაციას უზიარებს

Loading

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
  • ბანკები და ფინანსები
  • საზოგადოება
  • უძრავი ქონება
  • დასაქმება

კონტაქტი

  • brgroup.ge@gmail.com
Facebook Linkedin Twitter Youtube Tiktok

მასალის გამოყენების წესები

ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალა brg.ge-ის ინტელექტუალური საკუთრებაა. სხვა მედიასაშუალების მიერ მისი გამოყენება ციტირების მიზნით შესაძლებელია შესაბამისი ბმულისა და წყაროს მითითებით. მასალის მთლიანად გამოყენების სურვილის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით: brgroup.ge@gmail.com

2025 All Rights Reserved

შედეგი ვერ მოიძებნა
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
    • სოფლის მეურნეობა
  • ბანკები და ფინანსები
  • საზოგადოება
    • Business Story
    • გამოკითხვები
    • კვლევები
  • უძრავი ქონება
    • იყიდება/ქირავდება
      • საცხოვრებელი
      • კომერციული
      • მიწის ნაკვეთი
  • დასაქმება
    • Sfero.ge-ის ვაკანსიები
  • ka
    • en
    • ka

Developed By Web Features 2024 All Rights Reserved