უოლ სტრიტის ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკის – Citigroup Inc-ის შვილობილმა რუსეთში, კომპანია Citibank-მა, 4 სექტემბერს გამოაცხადა, რომ ბანკომატებს დახურავს.
„ძვირფასო კლიენტებო, გაცნობებთ, რომ Citibank-ის ბანკომატებში დაწყებულია მომსახურების შეწყვეტის პროცესი. 2023 წლის ბოლომდე ყველა ბანკომატის დემონტაჟი მოხდება“, – წერია ბანკის კლიენტებისადმი მიმართვაში.
2022 წლის ბოლოს Citibank-ის სამომხმარებლო სესხების პორტფელი რუსულმა ბანკმა Uralsib-მა შეიძინა და აგრძელებს რუსეთში ამ სესხების მომსახურებას.