Chevron-ის მუშები მასშტაბურ გაფიცვას აპირებენ. დასავლეთ ავსტრალიაში დაანონსებულმა გაფიცვებმა თხევადი გაზის გლობალურ ბაზრებზე ფასების ზრდა გამოიწვია.
გაფიცვა დაიწყება Chevron-ის გაზის ობიექტებში, რაც სერიოზული რისკის ქვეშ დააყენებს მსხვილ საწარმოო ქსელს, რომელიც მსოფლიოს თხევადი აირის რეზერვების 5%-ს ქმნის.
გაზის ობიექტებზე დასაქმებულთა პროფკავშირების თქმით, თავდაპირველად კომპანიის 500 მუშა გაიფიცება. უახლოეს კვირებში კი მათი რაოდენობა თანდათან გაიზრდება და სამუშაოები მონაცვლეობით შეჩერდება.
როგორც ცნობილია, თანამშრომლები ანაზღაურების გაზრდას და სხვა საკითხების გადაჭრას ითხოვენ. დასაქმებულთა ალიანსსა და Chevron-ის ხელმძღვანელობას შორის მოლაპარაკებები შეთანხმების გარეშე დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას ევროპის გაზის ბაზარზე ფასების ზრდა მოჰყვა.
ჰოლანდიური თხევადი აირის ფიუჩერსები, რომლებიც რეგიონისთვის ფასის ეტალონს წარმოადგენს, პარასკევს 9,8%-ით, $38,53-მდე გაძვირდა.
ალიანსმა, პარასკევს დილით განაცხადა, რომ თუ Chevron-ს აღარ ეყოლება „კომპეტენტური პერსონალი“, მას ობიექტების დახურვა მოუწევს.
დასაქმებულთა გაერთიანებამ გააფრთხილა კომპანია, რომ გაფიცვები კომპანიას შეიძლება, მილიარდობით დოლარის ზარალად დაუჯდეს.