აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ British American Tobacco-მ ჩრდილოეთ კორეას თამბაქოს ნაწარმი მიჰყიდა, რითაც ამერიკის მთავრობის მიერ დაწესებული სანქციები დაარღვია.
აშშ-ის სასამართლომ დამნაშავედ ცნო British American Tobacco-ს შვილობილი კომპანია.
იუსტიციის დეპარტამენტის განმარტებით, კომპანიამ საბანკო თაღლითობის მეშვეობით, შეცდომაში შეიყვანა ფინანსური ინსტიტუტები.
როგორც გაირკვა, ეს კომპანიის მიერ ჩადენილი ერთადერთი დანაშაული არ არის. მის მიერ თამბაქოს დარღვევებით რეალიზაცია 2007 წლიდან 2017 წლამდე პერიოდში ხდებოდა. 2019 წელს მან სავაჭრო ოპერაციები განახორციელა ქვეყნებში, რომლებიც ასევე სანქციებს ექვემდებარებოდნენ, მათ შორის ირანსა და კუბაში.
დანაშაული ასევე აღიარა, British American Tobacco-ს ერთ-ერთმა არაპირდაპირმა შვილობილმა კომპანიამ სინგაპურში – BAT Marketing Singapore-მა.
სამივე ამ შემთხვევის გამო, კომპანიას აშშ-ის ხელისუფლებისთვის $635,2 მილიონის გადახდა მოუწევს.
BAT მსოფლიოში სიდიდით მეორე თამბაქოს მწარმოებელია, რომელიც აწარმოებს Lucky Strike-სა და Dunhill-ს.